როდის განიცდის სექსით კმაყოფილებას ადამიანი – რა შედეგები აჩვენა გამოკითხვამ

რატომ არის სექსი სასარგებლო. სექსი ფიზიკურ ვარჯიშს ცვლის და ასტიმულირებს იმ ჰორმონების გამომუშავებას, რომელიც გუნება-განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს. თუმცა, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ნებისმიერ სექსს როდი მოაქვს კმაყოფილება. მათ ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა სექსუალურად აქტიური 544 ქალი და მამაკაცი. მოხალისეებს სექსუალურ დაკმაყოფილებასა და მოტივაციაზე კითხვარის შევსება შესთავაზეს. სექსუალური აქტის შესაძლო მიზეზებიდან ჩამოთვლილი იყო: აღგზნება, ექსპრესია, შურისძიება, სტრესის მოხსნის სურვილი, პარტნიორის სოციალური სტატუსი, თვითშეფასების ამაღლება, ორგაზმის განცდის სურვილი, კალორიების დაწვა, ახალი მეთოდების გამოცდა, სიყვარული და ცოლ-ქმრული მოვალეობა.შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მეტ კმაყოფილებას განიცდიდა, როდესაც სექსი ჰქონდათ სიყვარულით ან მოვალეობის გრძნობით და არა მატერიალური სარგებლის მისაღებად ან წარმატების მისაღწევად. მეცნიერების აზრით, სექსი რამოდენიმე მიზეზით არის სასარგებლო: ის ყოველდღიურ ცხოვრებას ნაკლებად მონოტონურს ხდის, სექსი ასტიმულირებს ენდორფინების, კარგი განწყობის ჰორმონის, გამომუშავებას, სექსი წამალზე ეფექტურად ამშვიდებს ნერვებს. ორგაზმის წინ ტვინი გამოიმუშავებს ოქსიტოცინს- ნერვების დამაწყნარებელ ჰორმონს. ყოველდღიური სექსი ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში ეხმარება ორგანიზმს, რადგანაც ამ დროს იწვება იმდენივე კალორია, რამდენიც სარბენ ბილიკზე, აუზზე ან ძალისმიერი

ვარჯიშისას. სექსი აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანის სიგლუვისა და ელასტიუროების შენარჩუნებისთვისაა საჭირო, ხოლო სექსუალური აქტივობის მეორე პროდუქტი – პროგესტერონი, ადამიანს აკნესთან ბრძოლაში ეხმარება. სექსი ხელს უწყობს ტვინის აქტივობის მომატებას. სექსი ზრდის იმუნიტეტს. დადგენილია, რომ მამაკაცებს, რომელთაც რეგულარულად აქვთ სექსი (კვირაში 3-4-ჯერ), უფრო ნაკლებად აღენიშნებათ პროსტატის კიბოსა და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.

Post Author: fabri

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *