4 რეცეპტი ეკონომიური ხარჯვისთვის

დღეს განვიხილავ მინიმალურ შემოსავალს, რომელიც არ აღემატება 500 ლარს. რჩევები საკუთარ თავზე გამოვცადე, ასე რომ შენს შენიშვნებსაც მივიღებ მხედველობაში. ეს რჩევები იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუკი ვინმესთან ერთად ცხოვრობ.

რჩევა 1: წინასწარ მოიშორე კომუნალურები

ხელფასის დარიცხვისას, პირველ რიგში, გირჩევ, კომუნალური გადასახადები გადაიხადო. ინტერნეტი, ტელევიზია, გაზი, დასუფთავება, წყალი, ელექტროენერგია, დაახლოებით 100-140 ლარია, თუ გავყოფთ ორ სულზე, მივიღებთ 50-70 ლარს.

რჩევა 2: მოამზადე სახლში

დაგვრჩა 430 ლარი. დღეში 10 ლარს თუ ვიანგარიშებთ, 300 ლარი გვჭირდება კვებითვის და საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის. შეგვიძლია უფრო უხეში ანგარიში ვაწარმოოთ და პირობითად ავიღოთ 400 ლარი. თანხის გაყოფის შემდეგ მივიღებთ 200 ლარიან ხარჯს. ხელფასის პირველ დღეებში, წადი საყიდლებზე. თვის განმავლობაში, არ მოგიწევს ყოველდღიურად ცარიელი მაცივრის ყურება, ან ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება შეიძინო სადილისთვის. ასევე დადებითი მხარე არის ის, რომ თანხა განსაზღვრულად იხარჯება, რაც თვის ბოლოს ცარიელი საფულის შემყურე არ დაგტოვებს და კარგ განწყობას შეგინარჩუნებს, შემდეგ ხელფასამდე.

რჩევა 3: გაითვალისწინე აუცილებელი

დაგვრჩა 230 ლარი. გზის და ყოველდღიური ხარჯისთვის, თუ 4 ლარს გამოვყოფთ, 31 დღის შემთხვევაში მივიღებთ 124 ლარს. სამსახურში საკვები პროდუქტი სახლიდან ატარე, რაც კიდევ უფრო შეგიმცირებს ყოველდღიურ ხარჯს.

რჩევა 4: დაგეგმე დანარჩენი

თავისუფალი ხარჯვისთვის 106 ლარი გრჩება, თუმცა უმჯობესია მაინც წინდახედულობა გამოიჩინო და ხარჯების კალკულაცია აწარმოო.

ვიცი რაოდენ სასიამოვნოა, არ იფიქრო ფულის ხარჯვაზე, თუმცა დამეთანხმები, რომ ბევრად უფრო არასასიამოვნოა ხელფასის ვალებით დახვედრა. აუცილებლად იზრუნე შემოსავლის გაზრდაზე და დაელოდე პოსტს, თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე. ველოდები შენს რჩევებს კომენტარებში.

Post Author: fabri

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *