რჩევები ზამთარში სირბილის დროს

ზამთარში, ვინც არ ნებდება სპორტს და არ ეზარება დილაობით სირბილი, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სპორტის ეს სახეობა შეუდარებელია- ის ანვითარებს კუნთოვან სისტემას, აუმჯობესებს სუნთქვას და ზოგადად აკაჟებს სხეულს. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ მეტი ინფორმაცია მიიღოთ , იმისათვის რომ სწორად შეიმოსოთ.

 

ჩაიცვით სწორად

სიცივის დროს აუცილებელია ჩავიცვათ რბილი ქსოვილისაგან დამზადებული ტანისამოსი, რომელიც გაატარებს ჰაერს და შეინარჩუნებს სითბოს. აგრეთვე შეიძლება ჩავიცვათ მჩატე ქურთუკებიც.

არ ჩაიცვათ ბევრი

თუკი თქვენ სირბილის დროს ბევრ ტანისამოსს ჩაიცმევთ, აუცილებლად დაგცხებათ. ამიტომ საჭიროა ბალანსი ისე, რომ სხეული კომფორტულად და თბილად გრძნობდეს.

არ დაგავიწყდეთ გახურება

სანამ სარბენად გახვალთ, აუცილებლად გაახურეთ სხეული. გააკეთეთ რამდენიმე მოსათელი მოძრაობა 5-15 წუთის განმავლობაში, აცადეთ სხეულს გამოიღვიძოს. ასეთი გახურება მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სირბილი უფრო ეფექტური და სასიამოვნო გახდეს. გარდა ამისა, გახურებული სხეული დაგიცავთ გაციებისაგან.

მოერიდეთ სიცივეს

ეცადეთ ჩაიცვათ ხელთათმანები, დაიხუროთ ქუდი, მოიხვიოთ კაშნე და ისე გახვიდეთ სავარჯიშოდ. ეს სხეულის ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოარიდოთ სიცივეს.

და ბოლოს, როდის ჯობია სირბილი, დილით თუ საღამოს?

ამაზე ბევრს კამათობენ, განსაკუთრებით კი იმაზე, სასარგებლოა თუ არა დილით სირბილი. არის კატეგორია ადამიანების, ვინც წლებია დარბის დილაობით და მშვენიერი შედეგები აქვთ ჯანმრთელობის მხრივ, ნაწილისთვის კი უფრო კომფორტულია საღამოს ვარჯიში. ამ შემთხვევაში უმჯობესია საკუთარ ორგანიზმს მოუსმინოთ და ისე გადაწყვიტოთ.

Post Author: fabri

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *