სექტემბერი 2014
1Mo2Tu3We4Th5Fr6Sa7Su8Mo9Tu10We11Th12Fr13Sa14Su15Mo16Tu17We18Th19Fr20Sa21Su22Mo23Tu24We25Th26Fr27Sa28Su29Mo30Tu

სეზონის უახლესი მოდური ტენდენცია - განიერი, ნაქსოვი სვიტერი

ავტორი: gvanci-qavto от 1-10-2012, 15:45
ტიპიური საშემოდგომო ამინდი მართალია ჯერ კიდევ არ შესულა ძალაში და ბუნება ზაფხულის კლიმატური პირობებით გვანებივრებს, მაგრამ თადარიგი მოდური საშემოდგომო გარდერობის დასაკომპლექტებლად, დროულად უნდა დაიჭიროთ. წლევანდელი სეზონი, განსაკუთრებულად გაახარებს მათ ვისაც ხელით ქსოვა ეხერხება. უახლესი საშემოდგომო ტენდენციების მიხედვით, მოდაში თავისუფალი სტილის ნაქსოვი ჯემპრები და სვიტერები შემოდის. თუმცა, ჰოლივუდური მოდის ერთერთმა კანონმდებელმა, მსახიობმა სიენა მილერმა, ჯერ კიდევ წლების წინ დაამტკიცა რომ ნაქსოვი სვიტერი, შესანიშნავი, მოდური და რაც მთავარია კომფორტული სამოსია. სწორედ სიენას შემოტანილია მოდაში განიერი, თითქოსდა უფორმო მაგრამ საოცრად სექსუალური, მაისურზე დაუდევრად გადაცმული გაწელილი ნაქსოვი ჯემპრები და ჟაკეტები, რომელსაც მსახიობი არც თუ იშვიათად მეორადი სამოსის მაღაზიებში იძენდა და მიუხედავად საკუთარი ვარსკვლავობისა, დღემდე არ უარყოფს იმ ფაქტს რომ ხშირად იძენს ნივთებს და აქსესუარს ამგვარი ტიპის მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, თამამად შეგიძლიათ მიბაძოთ სიენას ან ჩემს მიერ წარმოდგენილი საშემოდგომო ლუქები დაათვალიეროთ მეტი ინსპირაციისთვის და სვიტერების თქვენეული სტილი და ფასონი შეარჩიოთ.

სეზონის უახლესი მოდური ტენდენცია - განიერი, ნაქსოვი სვიტერი
სეზონის უახლესი მოდური ტენდენცია - განიერი, ნაქსოვი სვიტერი
სეზონის უახლესი მოდური ტენდენცია - განიერი, ნაქსოვი სვიტერი
სეზონის უახლესი მოდური ტენდენცია - განიერი, ნაქსოვი სვიტერი
სეზონის უახლესი მოდური ტენდენცია - განიერი, ნაქსოვი სვიტერი


    ძვირფასო მომხმარებლებო, არ დაგავიწყდეთ სიახლეების "მოწონება" და კომენტირება.
    ყოველივე ეს დაგვეხმარება სიახლეებისა და ვებ-გვერდის დახვეწაში
  • maroon5

  • 1 ოქტომბერი 2012 17:40
  • ჯგუფი: ჟურნალისტი
  • რეგისტრაცია: 8.06.2012
  • კომენტარები: 1629
  • სიახლეები: 107
^
მომწონს მე ნაქსოვი სვიტრები... კარგი სიახლეა!