დეკემბერი 2014
1Mo2Tu3We4Th5Fr6Sa7Su8Mo9Tu10We11Th12Fr13Sa14Su15Mo16Tu17We18Th19Fr20Sa21Su22Mo23Tu24We25Th26Fr27Sa28Su29Mo30Tu31We

რჩევები თმის შეღებვასტან დაკავშირებით

ავტორი: Ann.directioner от 19-01-2014, 13:04
პროფესიონალი სტილისტი და HairX ექსპერტი - კარლ ეკლუნდი - ამომავალი ვარსკვლავია მოდის სამყაროში, იგი ცნობილია მისი გამორჩეული სტილითა და ექსტრაორდინალურობით. თმის სტილისტის ხელობის დაუფლების შემდეგ, კარლი შეუდგა სწავლებას სტოკჰოლმის სალონ - კოივისტო კარლსონში, სადაც მისმა კარიერამ ძალიან სწრაფად დაიწყო აღმასვლა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კარლი მუშაობდა მრავალი შვედური ტოპ მაღაზიისათვის, ისევე როგორც ტოპ ბრენდების სარეკლამო კამპანიებზე, მათ შორის H&M, Filippa K და Acne.კარლი, მისმა რეგულარულმა მუშაობამ მაღალი დონის კლიენტებთან, აქცია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სტილისტად. კარიერის დასაწყისშივე, კარლმა საკმაოდ ბევრს მიაღწია. იგი ნამდვილი ვუნდერკინდია და ორიფლეიმი ამაყობს, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს ჩვენს HairX ექსპერტს, რადგან მისი ექსპერტიზა საუკეთესო არჩევანის გარანტიაა ჯანსაღი და ლამაზი თმისათვის.


რჩევები თმის  შეღებვასტან  დაკავშირებით


კარლის 10 რჩევა ლამაზი ფერის მისაღებად:


"თმის სახლის პირობებში შეღებვა მარტივია, თუმცა მე მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რათა მიიღოთ მშვენიერი, სალონური შედეგი სახლის კომფორტულ გარემოში“. ქვევით იხილავთ ჩემს 10 რჩევას, ბრწყინვალე ფერის მისაღებად სახლში.“ - კარლ ეკლუნდი

იპოვე თმისათვის საუკეთესო ფერი შენთვის
დაიხსომე, რომ ერთი და იგივე ფერის საღებავი, განსხვავებულ შედეგს იძლევა სხვადასხვა ადამიანზე. შესაძლოა შენ და შენმა კოლეგამ გამოიყენოთ იდენტური ფერები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად ერთნაირი შედეგი გექნებათ. ფერი სხვადასხვაგვარად ვითარდება თმის ბუნებრივი ფერიდან გამომდინარე.

ფერის შერჩევისას, ყოველთვის გაითვალისწინე სწორედ შენი თმის საწყისი ფერი და ჩაიტარე ტესტი.
თმის საბოლოო შედეგზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი (ტექსტურა, თმის სიჯანსაღე, ფერი და ა.შ.). შეღებვამდე თმის პატარა ნაწილზე ტესტის ჩატარებით, შენ შეგიძლია განსაზღვრო შენი კონკრეტული თმისათვის საღებავის გაჩერების საუკეთესო ხანგრძლივობა.

გაითვალისწინე შენი კანის ფერი
თმის საღებავის შერჩევისას აუცილებელია ყოვეთვის გაითვალისწინო კანის ტონალობა. აირჩიე ფერი, რომელიც უხდება შენს კანის ფერს, რადგან მას გაცილებით ბუნებრივი შეხედულება ექნება. თუკი შენი კანი ცივი ფერისაა, მაშინ კარგი იქნება ვარდისფერი, ზეთისხილისფერი, ან ღია ტონალობა. თუკი ცივი კატეგორიის ქვეშ იმყოფები, მაშინ ფერფლისფერი, ბეჟი, შამპანიურისფერი, გრილი და ნატურალური ტონალობები მოგიხდება ყველაზე მეტად. თუკი თბილი ტონალობის კანი გაქვს, აირჩიე ოქროსფერი, ყვითელი, ან ატმისფერი. თუკი თბილი კატეგორიის ქვეშ ხარ, მაშინ - მდიდრული ოქროსფერი, ბრინჯაოსფერი, ან სპილენძისფერი ტონალობები იდეალურად მოგერგებიან.

როდესაც ყოყმანობ, აირჩიე უფრო ღია ფერი
თუკი გიჭირს არჩევანის გაკეთება ორ ტონალობას შორის, ყოველთვის აირჩიე უფრო ღია. თუკი უკმაყოფილო დარჩები მიღებული ფერით, მისი გამუქება ყოველთვის უფრო მარტივი იქნება, მუქი ფერის გაღიავება კი გაცილებით რთულია.

მცირედი ცვლილება ქმნის დიდ ეფექტს
სხვა სიტყვებით, ნუ მიმართავ პირდაპირ მკვეთრ ცვლილებებს. მე გირჩევ იმოძრავო შენი ნატურალური ფერიდან ორი, სამი ტონალობის რადიუსში, რათა მიიღო ბუნებრივი შედეგი. თუკი მუქი თმა გაქვს და გსურს მისი გაქერავება, ანდე იგი პროფესიონალებს.

სანამ შეიღებავ
ნუ დაუბან თმას შეღებვის, ან წინა დღეს, გირჩევთ დაიბანო 1, 2 დღით ადრე. სკალპზე არსებული ცხიმი იცავს კანს. შეღებვამდე დაივარცხნე თმები და წაისვი საღებავი მშრალ, დასაბან თმაზე, ყოველგვარი ვარცხნილობის დასაყენებელი პროდუქტების გარეშე.

ჭაღარა თმის შესახებ
რაც უფრო მეტი ჭაღარა გაქვს, მით უფრო ღია იქნება საბოლოო შედეგი. თუკი 50%-ზე მეტი ჭაღარაა, გირჩევ ამოირჩიო ფერი რომელიც შენს ნატურალურ ფერზე ერთი, ან ორი ფერით უფრო ღიაა (გაჭაღარავებამდე არსებულ ფერზე), შემდეგ შეგიძლია სურვილის შემთხვევაში ნელ-ნელა დროთა განმავლობაში გაამუქო ფერი.

ნუ ჩამორეცხავ ფერს
შენი ფერი სწრაფად დაიკარგება, თუკი ყოველდღე შამპუნით დაიბან თმას. შეიძლება შენ მიჩვეული ხარ ყოველ დღე თმის დაბანას, მაგრამ თუ ძალიან თხელი თმა არ გაქვს, მაშინ ეს აუცილებელი არ არის. უბრალოდ ჩამოიბანე თმა გრილი წყლით ყოველ დილას და წაისვი ბოლოებზე კონდიციონერი, რათა შეუნარჩუნო მათ ჯანსაღი და ფაფუკი იერი.

მაქსიმალური ფერი
შეღებილ თმაზე, ყოველთვის გამოიყენე შეღებილი თმის საშუალებები. ეს პროდუქტები სპეციალურად ფორმულირებულნი არიან შეღებილი თმისათვის, უნარჩუნებენ ფერს მდგრადობას და აღადგენენ ტენს, ბზინვარებასა და სირბილეს. ნუ დაიბან ძალიან ცხელი წყლით, რადგან იგი გაახუნებს ფერს, ნაცვლად ამისა, დაიბანე გრილი, ან თბილი წყლით, რათა დაიცვა ფერი. ასევე, ყოველი დაბანისას ნუ გამოიყენებ თმის ფენს. ფენები, დასახვევი და გასასწორებელი თერმო-ხელსაწყოები უფრო ფოროვანს ხდიან თმას, ასეთი თმა კი დიდხანს ვერ ინარჩუნებს ფერს. გირჩევ ბუნებრივად გაიშრო თმა, თუკი ამის შესაძლებლობა გაქვს





ყავისფერი ტონალობა თმაზე:
მბზინავი ყავისფერი ფერი არასოდეს გადავა მოდიდან. ბუნებრივი, ელეგანტური და დახვეწილი ყავისფერი ყოველთვის მოდაშია. თუკი გსურს მიიღო ფერი, რომელიც ძალიან მოგიხდება, გაითვალისწინე შენი ბუნებრივი თმის, თვალისა და კანის ფერები და აირჩიე ან თბილი ყავისფერი, რომელიც შეგმატებს ბზინვარებას, ან ნატურალური ყავისფერი, რათა მიიღო მშვენიერი, ბუნებრივი და მოდური იერი. საშუალო, ან ინტენსიური ყავისფერი, ისევე როგორც თხილისფერი, მოგიხდება იმ შემთხვევაში, თუკი ზეთისხილისფერი, ან მუქი კომპლექცია გაქვს ოქროსფერი, ან მოყვითალო ელფერით. თუკი ცივი ტონალობები გაქვს *ცისფერი, ან ვარდისფერი ელფერით, მაშინ ღია ყავისფერი, ან მუქი ყავისფერი ფერის თმა, ოქროსფერი რეფლექციის გარეშე, საუკეთესო ვარიანტი იქნება.

ქვევით იხილავ 5 ყავისფერ ტონალობას... შეადარე ერთმანეთს ფერთა აღწერილობა და გადაწყვიტე თუ რომელი მოგიხდება ყველაზე მეტად.

3.0 მუქი ყავისფერი
ელეგანტური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს შთამბეჭდავი, ღრმა, მუქი ფერი, მაგრამ არა შვი. ნეიტრალური, თბილი ტონალობა, რომელიც უზრუნველყოფს მშვენიერ, მდიდრულ შოკოლადისფერ ბზინვარებას, მუქი ყავისფერი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ბუნებრივად ღია ყავისფერიდან საშუალო ყავისფერამდე ფერის თმა აქვს.

6.0 ღია ყავისფერი
სამარადისო და ელეგანტური არჩევანი. ღია ყავისფერი მშვენიერი ნაზი და ბუნებრივი ფერია, რომელიც არც ძალიან თბილი და არც ძალიან ცივია და გააჩნია ნეიტრალური რეფლექცია. ყველაზე მეტად ერგება მათ, ვისაც ბუნებრივად საშუალო ქერადან მუქ ყავისფერ ტონალობამდე აქვს, ღია ყავისფერი მატებს ქალურ ელფერს და კარამელის ბზინვარებას.

5.0 ყავისფერი
ნეიტრალური ფერი, რომელიც ერგება ყველა კომპლექციას. დახვეწილი და მშვენიერი ფერი, ოდნავ თბილი ელფერით. საშუალო ყავისფერი საიმედო და დიდებული არჩევანია. ყველაზე შესაფერისია მათთვის, ვისაც მუქი ქერადან მუქ ყავისფერ ტონალობამდე აქვს, რათა მიიღონ მდიდრული, ხავერდოვანი ყავისფერი.

5.25 ინტენსიური ყავისფერი
მაცდური ფერი, რომელიც ყოველთვის მოდაშია. იგი უზრუნველყოფს მაჰაგონის ხის ტონალობას სადაფის ელფერით, ინტენსიური ყავისფერი ბზინავს და მატებს თმას სიცოცხლეს. საუკეთესოა მათთვის, ვისი ნატურალური ფერიც მუქი ქერადან მუქ ყავისფერამდე მერყეობს.

6.7 ყავისფერი თხილი
დიდებული ფერი, რომელიც არასოდეს გადავა მოდიდან. ყავისფერი თხილი - ეს არის ღია ყავისფერი ტონალობა სიმდიდრისა და სიკაშკაშის თბილი ხასიათით. საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისი ბუნებრივი ფერიც საშუალო ქერასა და მუქ ყავისფერს შორისაა, ყავისფერი თხილი გამაოგნებელი ფერია, რომელიც მუდამ ელეგანტურად გამოიყურება.


ყველაზე ბუნებრივი ყავისფერი შედეგის მისაღებად, ისარგებლე ამ მითითებებით:

არ გაიღიავო თმა ორ ტონალობაზე მეტით.
აირჩიე თბილი ტონი, თუ გსურს შემატო ოქროსფერი, ან წითელი ანარეკლი შენს თმას.
ყოველთვის გამოიყენე შრატი და ძლიერ მოქმედი კონდიციონერი, მინიმუმ თვეში ერთხელ.
პრაქტიკული რჩევები ყველა ფერისათვის:
თუკი თმის სიგრძე მხრებამდე ან უფრო გრძელია, ან თუკი ძალიან უხეში თმა გაქვს, მაშინ დაგჭირდება ორი კოლოფი საღებავი, წინასწარ მოამზადე, რათა არ შეჩერდე შუა შეღებვის პროცესში.
იმისათვის, რომ ფერს დიდი ხნით შეუნარჩუნო სიკაშკაშე, გამოიყენე მკვებავი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც შექმნილია სპეციალურად შეღებილი თმის მოსავლელად.
არ დაგავიწყდეს დაიცვა შენი კანი თმის საღებავისგანა, ბალზამით Tender Care. წაისვი იგი თმის ზრდის კონტურებთან და ყურებთან.

რჩევები თმის  შეღებვასტან  დაკავშირებით




შავი ტონალობა თმაზე:

აირჩიე შავი ფერი, თუკი ნეიტრალური, ან თბილი კანის ტონალობა გაქვს, ან ბადრიჯნისფერი, თუკი ცივი კომპლექცია გაქვს. თუკი შენი ბუნებრივი თმის ფერი საშუალო ყავისფერისკენ იხრება, განიახლე ფერი ძირებზე 4-6 კვირაში, რათა შეინარჩუნო ბუნებრივი და თანაბარი შავი იერი. ძირების შეღებვისას, გაიჩერე საღებავი მხოლოდ 10 წუთით, რათა შეუნარჩუნო შენს შავ თმას მშვენიერება!

TruColour გთავაზობს მშვენიერ, ღრმა შავ ფერს, განიჭებს ულტრა ბზინვარებას და მისტიურ იერს. თუნდაც მაშინ, როდესაც შენი კანის ღია, ან ოქროსფერი ტონალობისაა, შავი მაინც საუცხოოდ შეავსებს მას. ჩვენ გირჩევთ შავ ფერს ბუნებრივად შავი ტონალობისთვის და ბადრიჯნისფერს - ულტრა-მოდური ეფექტისთვის. იერისათვის მეტი დრამატულობის შესაძენად, გაიკეთე მაკიაჟი და შემატე ფერები შენს სახეს.

ქვევით იხილავ 2 შავ ტონალობას... შეადარე ერთმანეთს ფერთა აღწერილობა და გადაწყვიტე თუ რომელი მოგიხდება ყველაზე მეტად.

1.0 შავი
შავი ფერს სილამაზეში ეჭვი არავის ეპარება. ყველა ფერზე უფრო მბზინავი შავი ფერი, ქმნის თვალისმომჭრელ, ინტენსიურ იერს. საუკეთესოა მათთვის, ვისაც საშუალო ყავისფერიდან შავ ფერამდე აქვს, მბზინავი შავი მატებს მისტიურობას და ელეგანტურობას უსიცოცხლო თმას.

2.1 ბადრიჯნისფერი
ინტენსიური ფერი, რომელიც ბზინავს, როგორც ონიქსი. მომხიბვლელი ფერი, ცივი ტონალობით, ბადრიჯნისფერი შავი ქმნის ნამდვილ დრამატულ იერს. მშვენიერი საფირონის ანარეკლის მისაღებად, ამ ფერს ვურჩევთ მათ, ვისაც ბუნებრივად მუქი თმა აქვს, რომელიც მერყეობს საშუალო ყავისფერიდან შავამდე.


საუცხოო შავი ფერის მისაღებად, ისარგებლე ამ მითითებებით:

შავი ფერის გადაყვანა ძალიან რთულია, ამიტომ შეღებვამდე 100%-ით დარწმუნდი, რომ ნამდვილად გსურს იგი.
შავი ფერი დაამშვენებს ნებისმიერ ვარცხნილობას, თუმცა გრძელ, მბზინავ, ერთი სიგრძის თმაზე, იგი საუკეთესო გამოიყურება და საუცხოოდ ბზინავს. რა სიგრძისაც არ უნდა იყოს შენი თმა, ბზინვარების მოსამატებლად, შეამცირე ვარცხნილობის ფენები, რადგან გლუვ, ერთი სიგრძის თმაზე, ბზინვის პოტენციალი მაქსიმალურია.
პრაქტიკული რჩევები ყველა ფერისათვის:
თუკი თმის სიგრძე მხრებამდე ან უფრო გრძელია, ან თუკი ძალიან უხეში თმა გაქვს, მაშინ დაგჭირდება ორი კოლოფი საღებავი, წინასწარ მოამზადე, რათა არ შეჩერდე შუა შეღებვის პროცესში.
იმისათვის, რომ ფერს დიდი ხნით შეუნარჩუნო სიკაშკაშე, გამოიყენე მკვებავი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც შექმნილია სპეციალურად შეღებილი თმის მოსავლელად.
არ დაგავიწყდეს დაიცვა შენი კანი თმის საღებავისგანა, ბალზამით Tender Care. წაისვი იგი თმის ზრდის კონტურებთან და ყურებთან.




რჩევები თმის  შეღებვასტან  დაკავშირებით





ქერა ტონალობა თმაზე:

აირჩიე შენი ქერა ტონალობა იმის მიხედვით, თუ რომელი ფერი ეხამება შენს ბუნებრივ ფერს, ან კანის ტონს. თუკი ოქროსფერ ფერებში ხარ, ან მობეჟო ფერის კანი გაქვს, შეავსე ეს ტონალობები ოქროსფერი, ან სპილენძისფერი ფერებით, რადგან ისინი შეგმატებენ ბზინვარებას. მკრთალი, უფრო ცივი კანის ტიპებისათვის უკეთესია ნეიტრალური ტონალობები, რომლებიც მშვენივრად ეხამებიან მათ ბუნებრივ ფერებს.”

ქერა თმას მრავალი ტონალობა გააჩნია, იგი გაძლევს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს და შენი ინდივიდუალური სტილის შექმნის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ პლატინისფერი ქერა საკმაოდ პოპულარულია ვარსკვლავებში, ყოველდღიურ გარემოში ქალების უმრავლესობა ირჩევს ნაზ თაფლისფერს, ბეჟს, ან ოქროსფერ ტონალობებს.

ქვევით იხილავ 10 ქერა ტონალობას... შეადარე ერთმანეთს ფერთა აღწერილობა და გადაწყვიტე თუ რომელი მოგიხდება ყველაზე მეტად.

7.0 მუქი ქერა
ქერა ფერის ყველაზე ფაქიზი ვარიანტი, მუქი ქერა ფერი უზრუნველყოფს ღრმა, ბრწყინვალე და ნეიტრალურ არეკვლას. ქერა ფერის მუქი ტონალობა, რომელიც არც ძალიან ღიაა და არც მუქი, ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისი ნატურალური ფერიც ღია ქერასა და საშუალო ყავისფერს შორის მერყეობს.

7.24 სადაფის სპილენძისფერი ქერა
კეკლუცი, თბილი ტონალობა მშვენიერი, სადაფის ბზინვარებით. იგი უზრუნველყოფს მოწითალო ყავისფერის ელფერს, სადაფის სპილენძისფერი ქერა დიდებული არჩევანია მათთვის, ვისაც ღია ქერადან ღია ყავისფერამდე ფერი აქვს და სურს მიიღოს ნაზი, მოწითალო ელფერი.

8.0 ქერა
მოდური ნეიტრალური ქერა იდეალურად გამოიყურება ყოველთვის. საშუალო ქერა მშვენიერი და ბუნებრივი ტონალობაა, რომელიც უხდება მათ, ვისი ნატურალური ფერიც ქერადან მუქ ქერამდეა, ეს ფერი შესანიშნავია ქალბატონებისათვის, ვისაც სურს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და ბუნებრივად.

8.1 ფერფლისფერი ქერა
მოდური ფერი, რომელსაც გააჩნია საუცხოო ბზინვარება, იგი დახვეწილიცაა და მხიარულიც. საშუალო ფერფლისფერი ქერა საუკეთესოდ გამოიყურება, როდესაც შენი ბუნებრივი ფერი არის ღია ქერადან ღია ყავისფერამდე.

8.23 სადაფის ოქროსფერი ქერა
ნეიტრალური ფერი, რომელიც თითქმის ყველას უხდება. რადგანაც ამ ფერს გააჩნია ცივი ფერი, მოოქროსფრო ანარეკლით. იგი უხდება ქალბატონებს, რომელთაც თბილი კანის ტონი აქვთ, თუმცა ყველაზე საუკეთესოა ცივი, ან ნატურალური ტონალობების მქონეთათვის. სადაფის ოქროსფერი ქერა მშვენიერი და იდეალური ფერია მათთვის, ვისაც ბუნებრივად ქერადან ღია ყავისფერ ტონალობამდე აქვთ.

8.3 ოქროსფერი ქერა
მბზინავი ფერი დახვეწილი ეფექტით, რომელიც ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი.ოქროსფერი ქერა - ეს თბილი ფერია, თაფლისფერი და ოქროსფერი ანარეკლებით, გარუჯული სტილისათვის. საუკეთესოდ ერგება მათ, ვისაც აქვთ ბუნებრივად ღია ქერა თმა და სურთ მისი გამუქება, ან აქვთ მუქი ქერა თმა და სურთ მისი ოდნავ გაღიავება.

9.0 ღია ქერა
მშვენიერი, ქერას ცივი ტონალობა, რომელიც ყოველთვის მოდაშია. საუკეთესოდ ერგება მათ, ვისი ბუნებრივი ფერიც მერყეობს ოქროსფერ ქერასა და მუქ ქერას შორის, ასევე იგი მშვენიერი არჩევანია ჭაღარა თმის მაღალი პროცენტულობის მქონეთათვის.

9.32 ღია ოქროსფერი სადაფის ქერა
თბილი ქერა ტონალობა, ოქროსფერი ელფერით ანიჭებს ღია თმას დიდებულ იერს. იგი უზრუნველყოფს ნაზი თაფლისა და სადაფის ელფერს, ეს საუცხოო ფერია, რომელიც საუკეთესოდ ერგება მათ, ვისი ბუნებრივი ფერიც ღია ქერასა და მუქ ქერას შორისაა.

10.31 ძალიან ღია ქერა
ნაზი და საოცნებო ფერი, ნეიტრალური ანარეკლით. ძალიან ღია ქერა საოცრად მოდური და ქალური ფერია, რომელიც საუკეთესოდ ერგება მათ, ვისი ნატურალური ფერიც ღია და საშუალო ქერას შორისაა და სურს მიიღოს უფრო ღია და ბუნებრივი ქერა ტონალობა.

12.01 ულტრა-ღია ფერფლისფერი ქერა
ყველაზე ღია ქერა ფერი - ყველაზე მოდური სტილი. რაც უფრო ღიაა შენი ბუნებრივი ფერი, მით უფქო ქერა ეფექტი მიიღება, მაშასადამე, ჩვენ ვურჩევთ ულტრა-ღია ფერფლისფერ ქერას მათ, ვისაც ღიადან საშუალო ქერამდე ფერის თმა აქვთ.

* რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისი თმის 50%-ზე მეტიც ჭაღარაა.


რჩევები თმის  შეღებვასტან  დაკავშირებით



წითელი ტონალობა თმაზე:
წითელი მკვეთრად ცვლის იერს. იმისათვის, რომ მიიღო ყველაზე კაშკაშა, ცოცხალი წითელი ფერი, შეღებვიდან მინიმუმ 24 (იდეალურ შემთხვევაში კი 48) საათის განმავლობაში ნუ დაიბან თმას. ყოველთვის გამოიყენე შეღებილი თმის მოსავლელი შამპუნი და კონდიციონერი. შედეგი ძალისხმევად ღირს, რადგან წითელ თმას შეუძლია შემატოს სიკაშკაშე შენს იერს, ისე, როგორც არც ერთ სხვა ფერს!

თუკი ბუნებრივად წაბლისფერი თმა გაქვს, სცადე სპილენძისფერი ტონალობები, როგორიცაა მაჰაგონის ხე, მუქი სპილენძისფერი მაჰაგონი, ან წითელი ხე, როლებიც საუკეთესოდ დაჯდებიან შენს ბუნებრივად მუქ თმაზე, რადგან ნატურალური ყავისფერი ნახევარტონები დააბალანსებენ ფერს და არ გადაიყვანენ წითელ ფერებს ვარდისფერ, ან მალინისფერ ტონალობაში. ღია კომპლექციისა და მწვანე თვალების მქონეთათვის, სპილენძისფერი (მოსტაფილოსფტო ტონალობა) საუკეთესო იქნება. ყველაზე კაშკაშა წითელი, ინტენსიური წითელი, ბრწყინვალედ დაჯდება თუკი შენი კანის ფერი ღიაა, თვალები კი ლურჯი.წითელი თმა თითქმის ყველა ტიპის კანს უხდება, იგი მატებს დახვეწილობასა და მშვენიერ ბზინვარებას/ თუ მუქი, ან ზეთისხილისფერი კომპლექცია გაქვს, მაშინ მუქი და ცივი ფერის წითელი ტონალობები საუკეთესო იქნება შენთვის.


მბზინავი წითური ფერის მისაღებად, ისარგებლე ამ მითითებებით:


შეღებვიდან მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ნუ დაიბან თავს შამპუნით, რათა ფერი ჩაჯდეს თმაში. წითელ თმას შესაძლოა რამდენიმე აპლიკაცია დასჭირდეს ფერის შესანარჩუნებლად.
წითელი ფერისა და სიკაშკაშის შესანარჩუნებლად, ყოველთვის გამოიყენე შეღებილი თმის შამპუნი და კონდიციონერი. აუცილებელია შეღებილი თმის რეგულარული კონდიცირება და ნიღბის გამოყენება თვეში ერთხელ ან ორჯერ.
წაბლისფერი, შავი, ან ქერა თმის ფერებისაგან განსხვავებით, წითურ ფერებს ახასიათებს მზეზე გახუნება, ამიტომ ყოველთვის გამოიყენე ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი პროდუქტები.

პრაქტიკული რჩევები ყველა ფერისათვის:

თუკი თმის სიგრძე მხრებამდე ან უფრო გრძელია, ან თუკი ძალიან უხეში თმა გაქვს, მაშინ დაგჭირდება ორი კოლოფი საღებავი, წინასწარ მოამზადე, რათა არ შეჩერდე შუა შეღებვის პროცესში.
იმისათვის, რომ ფერს დიდი ხნით შეუნარჩუნო სიკაშკაშე, გამოიყენე მკვებავი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც შექმნილია სპეციალურად შეღებილი თმის მოსავლელად.


არ დაგავიწყდეს დაიცვა შენი კანი თმის საღებავისგანა, ბალზამით Tender Care. წაისვი იგი თმის ზრდის კონტურებთან და ყურებთან.


რჩევები თმის  შეღებვასტან  დაკავშირებით

ტეგები: კარლ ეკლუნდი



    ძვირფასო მომხმარებლებო, არ დაგავიწყდეთ სიახლეების "მოწონება" და კომენტირება.
    ყოველივე ეს დაგვეხმარება სიახლეებისა და ვებ-გვერდის დახვეწაში