დეკემბერი 2014
1Mo2Tu3We4Th5Fr6Sa7Su8Mo9Tu10We11Th12Fr13Sa14Su15Mo16Tu17We18Th19Fr20Sa21Su22Mo23Tu24We25Th26Fr27Sa28Su29Mo30Tu31We

საქორწინო თაიგული

ავტორი: Nini-Shadow от 1-02-2011, 22:12
საქორწინო ბუკეტი ეს მხოლოდ ერთი სიგრძის ყვავილების შეკვრა როდია, იგი პატარძლის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი და შესანიშნავი დეტალია იმიჯის შესავსებად. ამიტომ ყვავილების შერჩევისას ბევრი ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ.

საქორწინო თაიგული

ყველა ყვავილს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ბუკეტისთვის მათი შერჩევისას შეგიძლიათ ესეც გაითვალისწინოთ. მაგალითად, ვარდები ახალგაზრდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. ზოგადად, კაშკაშა ფერის ყვავილები დიდი ხნის სიყვარულის სიმბოლოა, ქორწინების ცერემონიაზე კი უმჯობესია, უპირატესობა ღია ფერის ყვავილებს მიანიჭოთ. გლადიოლუსი _ მშვენიერების სიმბოლოა, ჰორტენზია _ თავმდაბლობისა და მადლიერების, ყაყაჩო _ ვნებას გამოხატავს, ხოლო გიორგინა _ ბედნიერებასა და სიხარულს. ძალიან მიმზიდველი და ორიგინალურია ბუკეტი მინდვრის ყვავილებისგან მითუმეტეს, რომ გვირილები ბედნიერების, ხოლო იები კი ერთგულების სიმბოლოა. გარდა ყვავილების სიმბოლური დატვირთვისა, ბუკეტისთვის შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი საყვარელი ყვავილები შეარჩიოთ ან ის ყვავილები, რომლებსაც წყვილისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგალითად, პირველად მორთმეული ყვავილები.

საქორწინო თაიგული

სადედოფლო ბუკეტის შერჩევისას გასათვალისწინებელია აგრეთვე ყველაზე მთავარი _ კაბის ფერი, ასევე _ თქვენი სიმაღლე. საშუალო და დაბალი ტანის პატარძლებს გრძელი ბუკეტი არ მოუხდებათ, ხოლო ტანმაღალ დედოფლებს პირიქით _ პატარა ბუკეტი. ასე რომ, დიდი ყურადღება მიაქციეთ ბუკეტის ზომასაც.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყვავილებმა შესაძლოა ხელთათმანი ან კაბა დაგისვაროთ, ამიტომ იზრუნეთ ბუკეტის შეფუთვაზეც.

საქორწინო თაიგული

იმისთვის, რომ ჰარმონიულად გამოიყურებოდეთ, შესაძლებელია ბუკეტის რომელიმე ყვავილი საქმროს ფრაკზეც მიამაგროთ, თან თადარიგში რამდენიმე ცალი ყვავილი უნდა შეინახოთ, ფრაკზე მიმაგრებული ყვავილი უწყლოდ დიდხანს ვერ ძლებს.

თუკი წინასაქორწინო პერიოდმა იმდენად დაგღალათ, რომ ბუკეტისთვის აღარ გცალიათ, მისი აწყობა ისეთ ადამიანს დაავალეთ, ვისაც ენდობით და დარწმუნებული ხართ მის გემოვნებაში. ისე კი, უმჯობესია საქორწინო ბუკეტი თქვენ თავად შეაკვრევინოთ.

საქორწინო თაიგული


    ძვირფასო მომხმარებლებო, არ დაგავიწყდეთ სიახლეების "მოწონება" და კომენტირება.
    ყოველივე ეს დაგვეხმარება სიახლეებისა და ვებ-გვერდის დახვეწაში