• Home
  • პოლიტიკა
  • არჩევნების შედეგებით ხალხმა თქვა, ვაპატიე მიშას იმ მოტივით, რომ არ მინდა ძალადობა განმეორდეს“
პოლიტიკა

არჩევნების შედეგებით ხალხმა თქვა, ვაპატიე მიშას იმ მოტივით, რომ არ მინდა ძალადობა განმეორდეს“

„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები იმას მოწმობს, რომ ქართველმა ხალხმა მიშას აპატია. რამდენიმე წლის წინ თავად ბერძენიშვილი თვლიდა და ღიად აცხადებდა, რომ ამ ქმედებებს ქართველი ერი სააკაშვილს არასოდეს აპატიებდა. ამ განცხადების გამო დღეს ბერძენიშვილი თვლის, რომ შეცდა და ქართველი ერის სახელით არ უნდა ესაუბრა, რადგან არავინ იცის 11 წლის შემდეგ ერი როგორ მოიქცევა.

.

მისივე თქმით, მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, 7 ნოემბრის მოვლენებთან ბიძინა ივანიშვილის კავშირია. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია სურვილი 2007 წლის ნოემბრის მოვლენები გამოეძიებინა, რადგან ყველამ იცის, ვინ სად იდგა და ვინ ვის აფინანსებდა.

 

“7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოარკვია “ქართულმა ოცნებამ” იმ უბრალო მიზეზის გამო, მან გადასარევად იცის, ვინ სად იყო მაგ დროს, ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ვის აფინანსებდა. თუ ვინმეს ჰგონია, მე დამავიწყდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ მე გადავუხადე იმას იმდენი, ამას ამდენი… ამის გამართლება შეუძლებელია, რაც 7 ნოემბერს მოხდა, ამას ვერავინ ვერ ამართლებს, მათ შორის ვერც სააკაშვილი, ვერც საპრეზიდენტო კანდიდატი ვაშაძე.

 

“მე მაგალითად, ჩემი გამოსვლა, რომ არ აპატიებს ქართველი ხალხი ამას – არ დამავიწყდა, მაგრამ მივხვდი არჩევნების შედეგებით, 600 ათასი ხმით, რომ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს, იმიტომ, რომ დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც, “-ამბობს ბერძენიშვილი.

Facebook Comments

Related posts

შვილების მოკვლით მემუქრებიან !

ლიკა წერეთელი

ყავა: სასარგებლო თუ საზიანო?

Roberto

Galaxy Note 9 Leak Exposes Samsung’s Massive Upgrade

ლიკა წერეთელი

Leave a Comment