• Home
  • ახალი ამბები
  • აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია“ – რა მოხდა ატოცში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს
ახალი ამბები

აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია“ – რა მოხდა ატოცში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს

“ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც გენერლებთან ერთად იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. სალომე ზურაბიშვილმა ატოცში განხადებები გააკეთა და თქვა, რომ მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან.

“მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს

ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულ ვიდეომასალას ლანა ღვინჯილია საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე აქვეყნებს.
შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

Facebook Comments

Related posts

სამხრეთ-დასავლეთ ირლანდიაში, როგორც იქნა, უცხოპლანეტელები შენიშნეს.

ივანიშვილი კალაძეს დაჭერით ემუქრება, რა ხდება ქართულ ოცნებაში ?

ლიკა წერეთელი

„შავ სიაში“ მყოფ 600 000-მდე ადამიანს 1.5 მილიარდი ლარის დავალიანება გაუნულდება – მამუკა ბახტაძე.

ლიკა წერეთელი

Leave a Comment