• Home
  • ექსკლუზივი
  • აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 17 წელი გავიდა
ექსკლუზივი

აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 17 წელი გავიდა

 

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. ყოველწლიური ცერემონია ნიუ-იორკში, ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან ჩატარდება.
ღონისძიებაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ. კითხვა სიმბოლურად 5-ჯერ შეწყდება. გატაცებული თვითმფრინავების ჩამოვარდნის და სავაჭრო ცენტრის შენობის ჩამონგრევის ზუსტ დროს მონაწილეები წუთიერი დუმილით შეხვდებიან.
2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას წევრებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც სავაჭრო ცენტრის და პენტაგონის შენობებს შეაჯახეს.
მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

Facebook Comments

Related posts

ყველაზე ძლიერი პიროვნებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით .

Roberto

სამებაში შეკრებილი მრევლი, პატრიარქის განცხადებას ელოდება

Roberto

„შავ სიაში“ მყოფ 600 000-მდე ადამიანს 1.5 მილიარდი ლარის დავალიანება გაუნულდება – მამუკა ბახტაძე.

ლიკა წერეთელი

Leave a Comment