• Home
  • ახალი ამბები
  • გიგი უგულავა საუბრობს 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ დავუშვით შეცდომა
ახალი ამბები პოლიტიკა

გიგი უგულავა საუბრობს 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ დავუშვით შეცდომა

თბილისის ყოფილი მერი და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი  გიგი უგულავა სოციალური ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს შეცდომა დაუშვეს და 2018 წლის 7 ნოემბერს ამით  ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და ის პოლიტიკურად ბეცია.

“ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით.
#ბოდიში
ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილია.
#სამწუხაროა
2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.
#წერტილი”, – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ 11 წელი გავიდა. მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კი კვლავ მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

Facebook Comments

Related posts

კალაძე: მერიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო

Roberto

საქართველო-თურქეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

Roberto

Galaxy Note 9 Leak Exposes Samsung’s Massive Upgrade

ლიკა წერეთელი

Leave a Comment