• Home
  • ახალი ამბები
  • კაცს, რომელმაც “დაგვიანებული” საჭმლის გამო ცოლი დააბა, დაჭრა და სცემა, 7,5 წელი მიესაჯა
ახალი ამბები საზოგადოება

კაცს, რომელმაც “დაგვიანებული” საჭმლის გამო ცოლი დააბა, დაჭრა და სცემა, 7,5 წელი მიესაჯა

ბოლნისის სასამართლომ 7,5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელმაც საჭმლის დაგვიანებით მიტანის მიზეზით ცოლს სცემა, დააბა და დაჭრა.

უწყების განცხადებით, 2018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ქმარმა ცოლს სცემა იმის გამო, რომ მან “დროულად” არ მიუტანა საჭმელი. მას შემდეგ, რაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, ქმარმა ის იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, წინააღმდეგობის დასაძლევად კი ფეხში დანა ჩაარტყა.

უწყების ინფორმაციით, მას ცოლი შებოჭილ მდგომარეობაში დაახლოებით ოთხი საათი ჰყავდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა.

სამართალდამცველებმა მოძალადე ქმარი 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

Facebook Comments

Related posts

ჩემს შვილებს ვინმე ოდესმე შეუწუხებიხართ? ერთი წარმოიდგინეთ, რომ ედუჩას ქორწილისთვის დაგვეხურა სვეტიცხოველი”-მიხეილ სააკაშვილი

მამაკაცს, რომელმაც მცირეწლოვანი ნათესავი გააუპატიურა, სასამართლომ მკაცრი განაჩენი გამოუტანა

ამერიკა შავ ზღვაში სამხედრო გემების შეყვანისთვის ემზადება

ლიკა წერეთელი

Leave a Comment