• Home
  • ექსკლუზივი
  • მიმართვა დეპუტატებს: “გთხოვთ, გაემიჯნოთ მარიხუანაზე კანონპროექტს”
ექსკლუზივი

მიმართვა დეპუტატებს: “გთხოვთ, გაემიჯნოთ მარიხუანაზე კანონპროექტს”

საპარლამენტი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე ირმა ინაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მარიხუანაზე კანონპროექტს გაემიჯნონ.

ინაშვილი ასევე კანონპროექტის ინიციატორს მოუწოდებს, ორშაბათსვე გაიწვიოს პარლამენტიდან კანონპროექტი.

“მიმართავ პარლამენტის წევრებს, ჩემს კოლეგებს: მეგობრებო, სახეზეა მკაფიო წითელი ხაზი – ან მარჯვნივ უნდა დადგეთ, სადაც ჩვენი ქვეყნისა და ერის ინტერესია, ან – მარცხნივ. გთხოვთ, გაემიჯნოთ წარმოდგენილ კანონპროექტს,- მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტის შესახებ. ნუ შეეცდებით ამ ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პროექტის “გათეთრებას” და მხარდაჭერას. ხმამაღლა, საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი პროტესტი. მინდა მჯეროდეს, რომ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო უმრავლესობაში ქართველ ხალხს მოკავშირეები და გულშემატკივრები დარჩა.

წინასწარ ვამბობ: ეს კანონპროექტი ვერ შევა ძალაში. ვის თავშიც ეს იდეა მოიხარშა, ვურჩევ, ორშაბათსვე გაიწვიოს პროექტი პარლამენტიდან”, – წერს ინაშვილი.

Facebook Comments

Related posts

აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 17 წელი გავიდა

Roberto

სააკაშვილი: ააა, გინდათ რომ არ ჩამოვიდე?! მე ჩამოვალ და ბოლომდე ვიბრძოლებ!

Roberto

Apple Seeds Fifth Beta of macOS High Sierra 10.13.5 to Developers

ლიკა წერეთელი

Leave a Comment