ექსკლუზივი

რას გვირჩევს 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევს 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არასტაბილური მატერიალური მდგომარეობა გაქვთ. გასავალი შემოსავალს აჭარბებს და საბოლოოდ, მთელი დღე ფულზე ფიქრი გიწევთ. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ოპერაციებს. დაიცავით საკუთარი ფული და ძვირფასეულობა.

კურო
გული სიყვარულით გაქვთ სავსე, სხეული კი – ენერგიით, რაც ოჯახში თუ რჩეულთან ურთიერთობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. აცნობიერებთ, რომ კონფლიქტის მიზეზი თქვენივე ამბიციები და ეგოიზმი გახდა.

ტყუპები
თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა. საყვარელი ადამიანის მიმართ თბილი და მზრუნველი ხართ. გახსოვდეთ, სასიყვარულო საქმეებში ცხელი გული და ცივი გონებაა საჭირო. თუ ეს მოახერხეთ, ბედნიერი იქნებით.

კირჩხიბი
წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები უამრავ წვრილმან ხარჯს მოითხოვს. სამსახურშიც ბევრი პრობლემაა. რთული დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი უფროსებისა და ნათესავების თვალში თქვენს პროფესიულ ავტორიტეტს აამაღლებს.

ლომი
ამჟამად, პლანეტების განლაგება ქორწინებისა და საქმიანი შეთანხმებებისთვის ხელსაყრელია. თანმიმდევრულობისა და მონდომებისთვის ბედი საჩუქარს გიმზადებთ. სასურველია მეტი წინდახედულება და კომპრომისზე წასვლის უნარი. მოგვიანებით, მიღწეული შეთანხმების თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებთ.

ქალწული
ამ დღეს ადამიანების დარწმუნების საოცარ უნარს ფლობთ. შეგიძლიათ, ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ და დაეხმაროთ წამოწყებული საქმის დასრულებაში. იყავით თანმიმდევრული, თორემ შეიძლება უნებურად, კონფლიქტის მიზეზი გახდეთ.

სასწორი
ამ დღეს ვარსკვლავები ახალგაზრდა, უდარდელი ადამიანების მხარეზე არიან. შანსი, რომ საკუთარ სიყვარულს შეხვდებით, საკმაოდ დიდია. შესანიშნავი დროა სეირნობის, მხიარულ კამპანიაში გართობისა და ბუნებაში პიკნიკების მოწყობისთვის, რაც დიდ დანახარჯს არ მოითხოვს. იდეალური პერიოდია ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის.

მორიელი
ვარსკვლავების განლაგება განსაკუთრებით ხელსაყრელია ანალიტიკური აზროვნების, ინტელიგენტი მორიელებისთვის, რომლებსაც ლოგიკური აზროვნება და მრავალმხრივი ინტერესები აქვთ. თქვენი დევიზია: „თუ რამეს ვაკეთებ, მხოლოდ საუკეთესოდ“.

მშვილდოსანი
უფროსი მეგობრებისა და ნათესავების დახმარებითა და სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის წყალობით, შესაძლოა, ცოდნის გადამცემი გახდეთ. ახალი პროექტების განხორციელებისას გამოიყენეთ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება და ახალი კონტაქტების დამყარების უნარი.

თხის რქა
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისა და მეგობრული კონტაქტების დასამყარებლად. თუ სერიოზული ურთიერთობის დამყარება შეძელით, ვარსკვლავები თქვენს კავშირს აუცილებლად დაეხმარებიან.

მერწყული
ამ პერიოდში უამრავ სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა გელით. გეჩვენებათ, რომ ბედნიერების მეცხრე ცაზე ხართ. კარგი დროა მოგზაურობისთვის. თუ დაოჯახებული არ ხართ, დროა, ამაზე იფიქროთ.

თევზები
კარგი დღეა ურთიერთობისთვის. თქვენთან ურთიერთობა გამოირჩევა გულწრფელობით და საოცარი ურთიერთგაგებით. ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იმ ადამიანებთან დაახლოებისთვის, ვისთანაც ბედმა შეგყარათ.

Facebook Comments

Related posts

ვიდეო რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები რომელიც მან საავადმყოფოში თქვა

ლიკა წერეთელი

პირსინგების რაოდენობით გინესის რეკორდსმენი კაცი თბილისშია 👈😮🧐

Roberto

Leave a Comment