საზოგადოება

რა იზიდავს სინამდვილეში მამაკაცს ქალის გარეგნობაში ?

ქალის სხეული მაცდური ძალაა, რომელიც მამაკაცებს ნუსხავთ. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ყოველთვის აინტერესებთ კონკრეტულად რა იზიდავს მათ გარეგნობაში მამაკაცებს.

უმრავლესობის მოსაზრებით, ლამაზი მკერდი და საჯდომი ისაა, რაც მამაკაცებს მოსწონთ, და თუ მათ ლამაზ ფეხებსაც დავუმატებთ-წარმატება გარანტირებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ასე მარტივადაა ყველაფერი.

სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით, რომელიც ფსიქოლოგებმა და ურთიერთობების სპეციალისტებმა ჩაატარეს, გაირკვა, თუ ქალის სხეულის რომელი ნაწილი მოსწონთ მამაკაცებს ყველაზე მეტად.

ფაფუკი მკერდი და მრგვალი საჯდომი-ეს ცდუნების სწრაფი იარაღია. მათ ზემოქმედების ხანმოკლე ეფექტი აქვთ. კვლევის დროს მეცნიერებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს: რაც უფრო ღარიბია მამაკაცი, მით უფრო დიდმკერდიანი ქალები მოსწონს და პირიქით, შეძლებულ მამაკაცს პატარა მკერდის მქონე ქალი უფრო მოსწონს.

გრძელი და ლამაზი ფეხები მამაკაცთა უმრავლესობას მოსწონს, მაგრამ ფეხები მხოლოდ ყურადღებას იქცევენ და ესთეტიურ ტკბობას არ იწვევენ. იგივე ეფექტი აქვთ გამოკვეთილ ლავიწის ძვალს, ხელის მტევნებს და ვიწრო წელს.

აი, ნამდვილ აღტაცებასა და “სახურავის დაცურებას” კი მამაკაცებში ქალის ზურგი იწვევს-ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერიმენტის მკვლევარები.

ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებს სთხოვდნენ არ ეჩქარათ, ისე გაეაზრებინათ ქალის სხეული და შემდეგ ეპასუხათ. შედეგად, მამაკაცთა უმრავლესობამ ქალის ზურგი დაასახელა. ეს ქალის სხეულის ის ნაწილია, რომელიც მამაკაცში ძლიერ ინტერესს და გატაცებას აღძრავს.

ე.წ. ვენერას ღრმულები კი ქალის ზურგს განსაკუთრებულ შარმს მატებს და ერთერთი მოთხოვნადია პლასტიკურ ქირურგიაში.

სწორედ ამიტომ, ტონუსში არა მარტო ფეხები და მკერდი, არამედ ზურგიც უნდა შეინარჩუნოთ. ლამაზი ზურგი, ვენერას ღრმულები და ხერხემლის მკაფიო ხაზი არცერთ მამაკაცს არ დატოვებს გულგრილს. ხოლო კაბები და ბლუზები, ამოღებული ზურგით, ყველაზე მაცდურ და მომგებიან სამოსად ითვლება.

Facebook Comments

Related posts

Xbox 360 Gets A System Update — Its First In Two Years

ლიკა წერეთელი

ქართულად გადაკეთებული არაქართული გვარები

ლიკა წერეთელი

Xbox One vs. PlayStation 4: The Final Verdict – Reader’s Feature

ლიკა წერეთელი

Leave a Comment