• Home
  • საზოგადოება
  • როგორ გამოიყურება ახალშობილი დღეს, რომელიც 6 თვის წინ 340 გრამი დაიბადა !
საზოგადოება

როგორ გამოიყურება ახალშობილი დღეს, რომელიც 6 თვის წინ 340 გრამი დაიბადა !

დედა საუბრობს
მშობიარობის წინა დღეს ექიმებმა აბორტის გაკეთება შემომთავაზეს

 

ყველაზე პატარა ახალშობილი, რომელიც 2018 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა, 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ, სახლში გაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაცია, პორტალმა “ნიუსცომ”-მა გაავრცელა. მათი განცადებით, ტეო ტეილორი, 2018 წლის მარტში დაიბადა და მისი წონა, 340 გრამს არ აღემატებოდა.

პატარა, ფეხმძიმობის 26-ე კვირას დაიბადა. ექიმების განცხადებით, მან ორსულობის 19-ე კვირიდან, ნაყოფმა, ზრდა შეწყვიტა. ტეოს მამა, ჯეი ამბობს, რომ, მშობიარობის წინა დღეს, მის მეუღლეს ექიმებმა, აბორტის გაკეთება შესთავაზეს.

“ის ნამდვილი პატარა მებრძოლია. მის დაბადებამდე, ყოველ დღე მიწევდა იმის მოსმენა, რომ ბავშვი, ვერ გადარჩებოდა, ხოლო დაბადების შემდეგ, მეუბნებოდნენ, რომ სახლში ვერ გამატანდნენ” – ამბობს პატარას დედა, 24 წლის კეტი ტეილორი. მშობლებმა, უმძიმესი დღეები ერთად გადაიტანეს და მძიმე სიტუაციებსაც გმირულად გაუძლეს.

დაბადებიდან, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, მისცეს ექიმებმა, მშობლებს, ახალშობილის ნახვის უფლება.

“არასდროს მინახავს, ახალშობილების მაგიდა. არ ვიცოდი, რომ ასეთი პატარებიც შეიძლება დაიბადნონ. ის, ჩემი ხელის გულზე პატარა იყო” – ამბობს ჯეი და ამატებს, რომ თავიდან ძალიან ნერვიულობდა და ეშინოდა, რაიმე ცუდი არ მომხდარიყო.

6 თვის შემდეგ, ექიმებმა მშობლებს, პატარა, სახლში გაატანეს. ისინი თვლიან, რომ ტეო ყველანაირ სიძნელეებს გადალახავს და მალე, ბავშვებთან ერთად შესძლებს, გართობას და თამაშს. დაბადებიდან, 6 თვის შემდეგ, ტეო იმდენს იწონის, რამდენსაც ჯანმრთელი ბავშვი.

Facebook Comments

Related posts

Xbox One Weekly Recap: Loads of Free Game Events This Weekend

ლიკა წერეთელი

Microsoft Surface Book 2 vs Apple MacBook Pro: Best Laptop Option?

ლიკა წერეთელი

რობოტი რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს უკვე საქართველოშია! ნახეთ რა ღირს და რა ფუნქციები გააჩნია მას.

Leave a Comment