• Home
  • ექსკლუზივი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის 3 უპირატესობა კონორ მაკგრეგორთან
ექსკლუზივი

ხაბიბ ნურმაგომედოვის 3 უპირატესობა კონორ მაკგრეგორთან

UFC-ის წლის მთავარ მოვლენამდე რამდენიმე საათი-ღა დარჩა. ძალიან მალე გაირკვევა მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ხაბიბ ნურმაგომედოვს დარჩება, თუ მას კონორ მაკგრეგორი დაიბრუნებს.

3 უპირატესობა  რომელმაც  შესაძლოა, ბრძოლის ბედი რუსი მებრძოლის, სასარგებლოდ განსაზღვროს.

 

ჭიდაობა და გდების მუდმივი საფრთხე

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა მაიკლ ჯონსონმა, რომლის მოკრივის უნარებიც ხელწამოსაკრავი ნამდვილად არაა, რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ კრივში მიუხედავად დიდი უპირატესობისა ხაბიბთან, ამ უპირატესობის გამოყენება მაინც ვერ მოახერხა, რადგან გდების საფრთხის გამო თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა.

ცხადია, ასეთი დისკომფორტი მაკგრეგორსაც ელის, შეუძლებელია ამ საფრთხემ მაკგრეგორზე გავლენა არ მოახდინოს და დგომში ის კოლოსალური სხვაობა, რაც მაკგრეგორსა და ხაბიბს შორისაა, არ შემცირდეს. კითხვა ის კი არაა, შემცირდება თუ არა, რა თქმა უნდა შემცირდება, უბრალოდ მოახერხებს თუ არა კონორი დარჩენილი უპირატესობის რეალიზებას?

ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მან ეს ვერ მოახერხოს, რადგან ხაბიბი დემიან მაია არაა, რომ გდების გაკეთება 20-ზე მეტჯერ სცადოს და არ გამოუვიდეს. მაიას არ ვაკნინებთ, მასზე უკეთ ჯიუ ჯიცუ, შესაძლოა, UFC-ში არც არავინ იცოდეს, მაგრამ გდებებში იგი ისეთი აგრესიული ნამდვილად არაა, როგორც დაღესტნელი მებრძოლი.

ამ მხრივ, ირლანდიელ მებრძოლს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

 

დომინაცია პარტერში

თვით ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ოსტატებიც კი ხშირად ისე ვერ ახერხებენ პარტერში დომინირებას, როგორც ხაბიბი. ცხადია, მათი მიზანი მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთის გაკეთებაა, ხაბიბის კი ზიანის მიყენება. კონტრასტისთვის შემიძლია UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის მებრძოლი დემიან მაია მოგიყვანოთ, რომელიც, პრინციპში, არც მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ მისი სურვილია, გაიმარჯვოს ისე, რომ მეტოქეს ზიანი არ მიყენოს, ხაბიბი კი თავის მოწინააღმდეგეებს ანადგურებს. ამ სიტყვით პირდაპირ გაგებით.

ჟორჟ სენ-პიერის შემდეგ, ალბათ რთული გასახსენებელიც იქნება ისეთი მებრძოლი, რომელიც ე.წ. “გრაუნდ ენდ ფაუნდზე” * მუშაობს და პარტერში ასე კარგად ახერხებს მეტოქის სხეულზე კონტროლს.

კონორი რომ პარტერში მეტოქის დარტყმებისგან დაცვაზე ბევრს იმუშავებდა, ამაზე დავაც არ ღირს, მაგრამ მისმა გულშემატკივრებმა იმედი უნდა იქონიონ, რომ იგი არანაკლებს გდებებისგან თავის დაცვაზე ივარჯიშებდა, რადგან მაკგრეგორის ბედნიერება ხაბიბთან ერთად პარტერში ყოფნაზე ნამდვილად არ გადის.

კარდიო

დიდი ალბათობით, ვერ გაიხსენებთ ისეთ ბრძოლას, რომელშიც ხაბიბი უენერგიოდ იყო. იგი ყოველთვის პირველ ნომრად იბრძვის, მეტოქეს ავიწროვებს, სივრცეებს უხშობს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. კარდიოს პრობლემა ხაბიბზე მეტად ყოველთვის მის მეტოქეებს ექმნებათ, რადგან როდესაც მეტოქე თავის გეგმას ვეღარ მიჰყვება, კოორდინაციასა და ბალანსის შეგრძნებას ჰკარგავს, სწორად სუნთქვაც უჭირს და მალე იღლება.

ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ხაბიბს მსუბუქი წონის ნამდვილად ტოპ მებრძოლები ჯერაც არ დაუმარცხებია, იგივე მაკგრეგორის ან ტონი ფერგიუსონის სახით და დოს ანიოსს მანამდე მოუგო, სანამ ჩემპიონი გახდებოდა და ფორმის პიკში შევიდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვისაც შეხვდა, ენერგიის თვალსაზრისით, პრობლემა მას ნამდვილად არ ექმნებოდა.

განსხვავებით კონორისგან, რომლის კარდიოს პრობლემაც დიაზთან ბრძოლისას ნამდვილად გამოჩნდა. შეიძლება ბოლო ორ წელში მან ეს კომპონენტი გამოასწორა, თუმცა იმ ვიდეოებში, რომელიც ინტერნეტში ვრცელდებოდა, ჯერ არ გვინახავს, რომ კონორი დარბოდეს. სირბილის გარეშე კი კარდიოს გამოსწორება რთული ამბავია.

 

Facebook Comments

Related posts

ესპანელმა მილიარდელმა თავის თანასოფლელებს სათითაოდ 2,6 მლნ.$ დაუტოვა

სააკაშვილი: ჩემი შეცდომა იყო თაკო ჩარკვიანისთანა პატრიოტებთან საერთო ენა რომ ვერ მოვნახე!

Roberto

სასიკვდილო ტაიფუნი ფილიპინების შემდეგ ჩინეთს დაატყდა თავს

Roberto

Leave a Comment