მუქი ვერსია

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმედ არსლანი საქართველოში


თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმედ არსლანი საქართველოში საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას ქართული და თურქული მხარის უდიდეს გამარჯვებად აფასებს.
„მინდა გადმოგცეთ ჩვენი პრეზიდენტის და პრემიერის მოლოცვა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელების გამო. ეს და მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ზრდის.TAV-ი თურქული ბრენდი და თურქეთის სახეა. მის მიერ განხორციელდა 60 მილიონიანი ინვესტიცია და აშენდა თბილისის აეროპორტი, რაც არის თბილისის სახე და მინდა მივულოცო TAV-ს ეს გამარჯვება. ეს არის თბილისის ახალი სახე და თბილისის გახსნილი კარი მსოფლიოში“, - განაცხადა თურქეთის ტრასპორტის მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე. 
გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა.скачать dle 12.0



წყარო: imedinews.ge
+1