მუქი ვერსია

არასოდეს იყიდოთ ყველი, რომლის შეფუთვაზეც ამ წარწერას ნახავთ!


მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მრავალი სახეობის ყველის შეძენაა შესაძლებელი. ყველა მათგანი განსხვავდება არა მხოლოდ გემოს მახასიათებლებით, არამედ შემადგენლობითაც. პროდუქტის თვითღირებულების შესამცირებლად, უამრავი საწარმო ყველს მცენარეული ცხიმისგან ამზადებენ, რამაც შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
ყველი და ყველის პროდუქტები- რა განსხვავებაა მათ შორის?

განსხვავება მხოლოდ ინგერდიენეტებშია. ჩვეულებრივ, ყველი რძისგან ან მისი ფერმენტების შემცველი პროდუქტებისგან მზადდება. შემდეგ ემატება მარილი და კალციუმის ქლორიდი. ყველა ეს ინგრედიენტი ადვილად გადამუშავდება კუჭში და ბევრ მინერალს შეიცავს. ამიტომაცაა ყველი ფასდაუდებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ყველის პროდუქტები განსხვავებული შემადგენლობისაა, თუმცა ვიზუალით ყველისგან ვერ გაარჩევთ. მასში არსებული რძის რაოდენობა 20%-ს არ აღემატება, ხოლო დანარჩენი კი ცხიმები და ცილებია. როგორც წესი, მწარმოებლებს ასეთი პროდუქტი ბევრად უფრო იაფი უჯდებათ. ისინი ხშირად პალმისა და ქოქოსის ზეთს იყენებენ. მცენარეული ზეთები სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა პალმისა და ქოქოსის ზეთი უჯერ ცხიებს შეიცავს, რამაც შესაძლოა გავნოთ. უჯერი ცხიმები ტრანსგენურ ცხიმებად გარდაიქმნება და შემდგომში: გულის დაავადებას, ქოლეცისტიტს, სიმსუქნეს, ათეროსკლეროზს, სისხლძარღვთა თრომბოზს და სხვა დაავადებებს იწვევს.
image

როგორ გავარჩიოთ ყველი ყველის პროდუქტებისგან?


პირველ რიგში, კარგად წაიკითხეთ ეტიკეტი. პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს (არც სოიოს, არც ქოქოსის და არც პალმის), მხოლოდ რძის ცხიმს. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ფასს. მწარმოებელს მცენარეული ცხიმებით ყველის წარმოება ძალიან იაფი უჯდება. მათი პროცენტული რაოდენობა შეიძლება მცირე იყოს, რძის ცხიმის დამატების ხარჯზე. ან პირიქით, შესაძლოა მწარმოებელმა სრულად ჩაანაცვლოს მცენარეული ცხიმი რძის ცხიმით. მესამე, იმ შემთხვევაში თუ წინასწარ შეფუთულ ყველზე ეტიკეტი ვერ აღმოაჩინეთ, ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას. დააჭირეთ ყველს თითები, თუ მისგან სითხე გამოდინდა მაშინ, სავარაუდოდ, პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს. მეოთხე- ყველი უნდა იყოს ერთგვარი ფერისა და ფორმის. ზედმეტად ყვითელი ყველი ხელოვნურ ფერს შეიცავს. მეხუთე- ყველს არ უნდა ჰქონდეს ბზარები. მისი ქონა ცუდ პირობებში შენახვასა და ცუდ ხარისხზე მიგვითითებს. მაღალი ხარისხის ყველი არის ერთიანი სტრუქტურა, გლუვი სიმეტრიული ხვრელებით. თუ თქვენ პარმაზანისა და მსგავსი სახეობის ყველის მოყვარული ხართ, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის ფასსა და რეპუტაციას. სხვა შემთხვევაში ჩვენი გამოცდა დაგეხმარებათ.

image
შეამოწმეთ ნებისმიერი სახეობის ყველი


აიღეთ ოთახის ტემპერატურის ყველის ნაჭერი და სწორი კუთხით ჩამოჭერით. ყველი არ უნდა დაიბზაროს. თუ იგი ადვილად
იბზარება და იფხვენება, თქვენ საქმე გაქვთ, მცენარეული ცხიმისგან დამზადებულ ყველთან, რომელსაც მშრალი რძე და საღებავები აქვს დამატებული.
ყურადღებით იყავით! მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტი, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას. გაუზიარეთ ეს რჩევები ყველას!скачать dle 12.0



წყარო: intermedia.ge
-1

ტეგები