მუქი ვერსია

ინტერვიუ წარმატებულ პროგრამისტთან


გამარჯობათ ბ-ნ ვალერი , ორი სიტყვით თუ შეიძლება , რომ თქვენი საქმიანობის შესახებ მოუყვეთ ჩვენს აუდიტორიას , თქვენი გამოცდილებების შესახებ (სხვადასხვა კომპანიებში) . გააცანით ჩვენს მკითხველს თქვენი თავი.

-მოგესალმებით, მე ვარ ვალერი მანიჟაშვილი, პროფესიით პროგრამისტი. ამჟამად ვმუშაობ ini.ge ჯგუფში რომელიც ჩემს მეგობართან ერთად დავაარსეთ. პროგრამირებით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან 6-7 კლასიდან დავინტერესდი როდესაც ვსწავლობდი პროგრამირება Pascal -ს, სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციებში სადაც გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა წლების მანძილზე სხვადასხვა პროექტებზე მუშაობით. სხვა პროგრამირების ენები ძირითადად ჩემით შევისწავლე. დავდიოდი სხვადასხვა სასწავლებლებშიც, ტრენინგებზეც. თუმცა დიდი ვერაფერი ცოდნა ვერ მომცეს მათ ისეთი რაც არვიცოდი. ჩემს ნამუშევრებს რაც შეეხება გამოვყობდი განსაკუთრებულად lider-bet.com, onlinecredit.ge, bnb.ge, emis.freeuni.edu.ge



რა ენების (უცხოენების)ცოდნა არის ადამიანისთვის საჭირო რომ დაიწყოს პროგრამირების შესწავლა ?

-ინგლისური ენის ცოდნა საჭიროა მაგრამ მხოლოდწერა-კითხვაც რომ იცოდეს მოახერხებს სწავლას. რუსულიც საკმაოდ ბევრი დოკუმენტაციაა თუმცა უმეტესობა ძალაინ ცუდია და დამწყებს არ ვურჩევდი რუსული დოკუმენტაციით რაიმე ესწავლა, იმიტომ რომ მეთოდოლოგია ისეა უმეტესობაში რომ ხშირად დათურ სამსახურს უწევენ მოსწავლეს და ctrl+c/ctrl+v -ს აკეთებინებენ, ეს იწვევს შემდეგ იმას რომ მოსწავლე აღარ ფიქრობს კოდის შინაარსზე, მთავარია მუშაობდეს და ცოდნა მიიღო ნოლი, მერე რამდენად უსაფრთხო კოდი დააკოპირა ეგეც პრობლემაა. უმეტესობაში არ არის გამოყენებული მეთოდები რომელიც საჭიროა ჰაკერული ინექციებისგან თავის დასაცავად და გირჩევთ ისარგებლოთ უმეტესად ინგლისური დოკუმენტაციებით.



რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება შეისწავლოს ადამმიანმა პროგრამირება ?

-მეტწილად მსურველზეარის დამოკიდებული და არა დროზე. მსურველმა უნდა მოინდომოს რაიმე პროექტის გაკეთება, შემდეგ მივა იმ სიძნელემდე რაც აქამდე არიცოდა, მოიძიებს ინფორმაციას, იპოვის, ისწავლის დაგადალახავს იმ სიძნელეს, შემდეგ სხვა დაბრკოლება შეხვდება დაა.შ, საბოლოოდ პროექტის დამთავრების შემდეგ საკმაო ცოდნას მიიღებს და შემდეგი პროექტისთვის უფრო მცოდნე აღმოჩნდება. დაახლოებით შესაძლოა ერთ წელში კარგად ისწავლოს ან უფრო ადრე.



მართალია თუ არა მითი რო თუ ადამაიანმა მათემატიკა ძალიან კარგად თუ არ იცის ისვერც პროგრამირებას ვერ შეისწავლის ?

-მათემატიკის ექსპერტობა საჭირო არ არის, გამრავლების ტაბულადა ზეპირად ანგარიშიც არ არის საჭირო და სავალდებულო, თუმცა პრინციპების ცოდნა საჭიროა, მათემატიკური და გეომეტრიული ფორმულების ცოდნა დაეხმარება სხვადასხვა ამოცანებში მარტივი გზების საპოვნელად.



რამდენად დასაქმებული არიან დღეს საქართველოში ამ სფეროს წარმომადგენლები ?

-მოთხოვნილებაც და ანაზღაურებაც საკმარისია, უმუშევარი პროგრამისტი როგორც ვიცი არც არსებობს რადგან უბრალოდ შესაძლებელია საკუთარი საქმე აკეთო თუ მაინცდამაინც შენთვის მოსაწონი სამსახური ვერ იპოვე



თვით დასაქმებული, საჯარო სამსახურში დასაქმებული , სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული . რომელ კატეგორიაში არის პროგრამისტთა მეტი კადრი ? და რატომ ?

-რაიმე სტატისტიკას ან კვლევას არ ვიცნობ ამ მიმართულებით მაგრამ მგონია რომ კერძო სამსახურებში დასაქმებულები უფრო ბევრია. სახელმწიფო სამსახურები ძირითადად კერძო სამსახურებს მიმართავენ მომსახურებისთვის თუ რაიმე კონფიდენციალური მონაცემთა ბაზების შემუშავებას არეხება საქმე. თვითდასაქმებულები ნაკლებად არიან რადგან პროგრამის დაწერადა შემდეგ გაყიდვა სხვადასხვა სფეროა დაპროგრამისტმა უნდაიცოდეს კარგადთავის საქმე ხოლო გაყიდვა ჯობია მიანდოსიმ სპეციალისტს ვისაც ეს საქმე უფრო კარგად ესმის. ამიტომ ასეთი პროგრამისტები და მენეჯერები ერთიანდებიან, ქმნიან კომპანიებს, ასაქმებენ სხვა პროგრამისტებს და მენეჯერებს. ძირითადად ასე ხდება.



გვყავს თუ არა საქართველოში პროგრამისტთა საკმარისი რაოდენობა , ვაკმაყოფილებთ თუ არა დღევანდელი ბაზრის მოთხოვნილებებს ?

-ალბად არის საკმარისი, ზუსტად არ ვიცი. არ მგონია რომელიმე კომპანიას უნდოდეს პროგრამისტი და ვერიპოვოს. პრობლემა უფრო კვალიფიკაციაა, კარგად უნდა შემოწმდეს ახალი პროგრამისტის კანდიდატის კვალიფიკაცია სანამ სამსახურში აიყვანთ, რადგან შესაძლოა არ დაემთხვას კომპანიის მოთხოვნები კანდიდატის შესაძლებლობებს.



დღეს საქართველოში პროგრამისტთა ანაზღაურება უტოლდება თუ არა მათმიერ შესრულებული ნამუშევრის ხარისხს და მათ პროფესიონალიზმს .

-ვფიქრობ უტოლდება, საკმაოდ კონკურენტული გარემოა და შესაბამისად თუ პროგრამისტი მიიჩნევს რომ მეტი ღირს მისი დრო ვიდრე უხდიან შეუძლია გადავიდე სსხვა სამსახურში სადაც უფრო მეტს გადაუხდიან. სამსახურის ძიების პრობლემა არ არის.



სახელმწიფო დაინტერესებულია თუ არა მეტი კადრის მომზადებით ? განათლების სფეროში რამდენად ძლიერი არის სახელმწიფო პროგრამა პროგრამირების შესასწავლად ? და რამდენად მარტივია ამ პროგრამებში ჩართვა ?

-სახელმწიფო ნაკლებად არის დაინტერესებული, წინა ხელისუფლების დროს იყორაღაც ნაბიჯები გადადგმული, კომპიუტერები დაურიგეს სკოლებს, მოსწავლეებსაც. არმაქვს ინფორმაცია ახლანდელი მთავრობა რამეს თუაკეთებს ამ მიმართულებით განათლების სისტემაში თუმცა არის ასეთი სახელმწიფო პროქტებიც რომლებიც ეხმარება უკვე არსებულ პროგრამისტებს ცოდნის ამაღლებაში. მაგალითად gita.gov.ge (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო). კერძო კომპანიები და უნივერსიტეტები უფრო არიან დაინტერესებულები დღეისათვის ამ სფეროს ხელშეწყობით.



ქართველლი ჰაკერები ნამდვილად არსებობენ თუ ეს უბრალოდ მითია ? აი ვგულისხმობ პიროვნებებს რომლებიც ჩვენგან იპარავინ სხვადასხვა ვირტუალურ ინფორმაციას და ამის ხარჯზე მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან .

-ეგ უფრო ფილმების ჟანრია, მასეთს არვიცნობ არავის. პოტენციურად ყველა პროგრამისტი ჰაკერიც არის თუმოინდომებს რაიმეს გატეხვას შესაძლოა იპოვოს გზადა გატეხოს მაგრამ აქ მორალური თემაა და დროისკარგვისაც.

მორალური იმსაკითხში რომ თუ ვინმეს მიადგება ზიანი ჰაკერობით ეს იგივეა ქუჩაში ან სადმე ფიზიკურად რომ მოიპარო რაიმე და კარგ საქციელად არვთვლი და არც მგონია რომელიმე პროგრამისტი ასე თვლიდეს რომ ვინმეს უნდა პარავდეს რაიმეს. დროის კარგვის თემაა იმიტომ რომ შესაძლოა საერთოდ ტყუილად დახარჯოს დრო ან თუ ტყუილად არ დაიხარჯა და კრიმინალური ქმედება ჩაიდინა შესაძლოა უფროძვირად დაუჯდეს.



და ბოლოსბ-ნ ვალერი , რას ურჩევდით მომავალ თაობას ?
  • მათ ვინც არ არის პროგრამირებით დაკავებული .

-ნუ შეხედავთ წარმატებულ მეგობრებს და ახლობლებს და ნუ მიიღებთ ამის მიხედვით გადაწყვეტილებას დაიწყოთ თუ არა ამპროფესიის შესწავლა იმის გამო რომ კარგი სამსახური შესაძლოა გქონდეთ ამ პროფესიაში, ან სხვა რაიმე ბონუსი. კარგად დაფიქრდით ცხოვრებაში რისი კეთება გიყვართ და ამ მიმართულებით განაგრძეთ სვლა. თუ პროგრამირება არის თქვენთვის საინტერესო მაშინ რაიმე პროექტის გაკეთება დაისახეთ მიზნათ და შეეცადეთ გააკეთოთ მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა საკმარისი ცოდნა. არ სთხოვოთ არავის ამ პროექტში დახმარება, ითხოვეთ მხოლოდ ცოდნის მიღბა და თავად გააკეთეთ ყველაფერი დამოუკიდებლად.



  • მათ ვინც დაკავებულია პროგრამირებით .


-დამწყებ პროგრამისტებს ვურჩევდი ყურადღება გაამახვილონ წერის სტილზე, სტრუქტურაზე, დახვეწონ ისე რომ მარტივი გასარჩევი იყოს უცხო პირებისთვისაც, მიაქციონ ყურადღება ამოცანის ამოხსნისას რესურსებს, რაც შეიძლება ოპტიმალური გზები ეძებონ. იარონ ტრენინგებზე, ჰაკათონებზე, ტურებზე და ოლიმპიადებზე, ისარგებლონ სხვადასხვა სასარგებლო საიტებით. მაგალითად არაჩვეულებრივი საიტი Codecademy რომლის დახმარებითაც ძალიან ბევრ რამეს ისწავლით ნოლიდანაც კი თუ რომელიმე ერთ პროგრამირების ენაში ერკვევით და თქვენთვის პრინციპები ნაცნობია. ასევე Codefights სადაც ძალიან კარგი ამოცამებია დამწყები პროგრამისტებისთვის ალგორითმების ამოხსნის უნარჩვევების შესაძენად.



დიდ მადლობას გიხდით WEEK.GE ს სახელით ინტერვიუსთვის, წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ თქვენ და ყველა თქვენს კოლეგას თუ მომავალ კოლეგას …скачать dle 12.0



წყარო: week.ge
0