მუქი ვერსია

გიორგი ჭანკვეტაძის დებიუტი "გენტში" შედგა


"გენტის" 21-წლამდელთა გუნდში  გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა. "გენტის" ახალგაზრდულმა გუნდმა "გენკის" თანატოლები ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ამ თამაშში დუბლი შეასრულა და დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

ჩაკვეტაძემ თამაში სრულად ჩაატარა, გოლები კი მეორე ტაიმში გაიტანა. პირველ შემთხვევაში თანაგუნდელის კარგ პასს ზუსტად უპასუხა, მეორე ჯერზე კი მკერდით სცადა გოლის გატანა, მაგრამ მეკარემ აუღო და თვითონვე იყოჩაღა დამატებაზე.

ბოლო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტს მთავარ გუნდში ველოდით და პირველ ორ თამაშში ის სათადარიგოც გახლდათ, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში ის განაცხადშიც არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიურ კლუბში თბილისის "დინამოდან" ამ ზაფხულს გადავიდა.скачать dle 12.0



წყარო: sportall.ge
0