• Home
  • Apple
  • როგორ მოვიქცეთ,როცა ძაღლი თავს გვესხმის
Apple ცხოველები

როგორ მოვიქცეთ,როცა ძაღლი თავს გვესხმის

 

 

მაწანწალა ძაღლების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში მწვავედ დგას. მათი თავდასხმისგან არავინაა დაზღვეული. დღისით შეიძლება იმის იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ მშველელი გამოგვიჩნდება, მაგრამ თუ შებინდებისას ან უკაცრიელ ადგილებში გვიწევს გავლა და ძაღლს გადავეყრებით, რომელიც აგრესიას ამჟღავნებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ადვილი სათქმელია, როცა ძაღლი აგრესიული ყეფით გიახლოვდება! მაგრამ მაინც უნდა შეეცადოთ.საქმე იმაშია, რომ ძაღლი, როგორც სხვა ზოგიერთი ცხოველი, ადამიანის შიშს გრძნობს.ნუ ეცდებით რამით დაფარვას, ეს პოტენციურ მსხვერპლად წარმოგაჩენთ ძაღლის თვალში.მიმართეთ ხმადაბლა, მშვიდად და დაყვავებით.ეცადეთ არ იყვიროთ, ხელი ან ფეხი არ მოუქნიოთ და გაქცევა არ სცადოთ.ეს ქმედებები თქვენს შიშს გასცემს და ძაღლს პირდაპირ სიგნალს გაუგზავნით, რომ თავს დაგესხათ.

 

შეანელეთ ნაბიჯი

თუ ძაღლს სირბილის დროს გადააწყდით, შეანელეთ ნაბიჯი, ნელა შეტრიალდით სხვა მხარეს და აუჩქარებლად განაგრძეთ გზა.ამასთან, ძაღლი მხედველობის არედან არ დაკარგოთ.უფრო მართებული იქნება, თუ შეჩერდებით და ხელებს ჩამოუშვებთ. ასე თქვენ ძაღლისთვის მიმზიდველი სამიზნე აღარ იქნებით.რადგან ცნობილია, რომ ძაღლები ცნობისმოყვარეობას იჩენენ მოძრავი ობიექტისადმი.

 

არ უყუროთ თვალებში

პირდაპირი მხედველობითი კონტაქტი ძაღლის აგრესიას გააძლიერებს. ასეთ მზერას ცხოველი საფრთხედ აღიქვამს და ცდილობს პირველი დაგესხათ თავს, ამიტომ იყურეთ სხვა მხარეს, ისე, რომ ძაღლიც მხედველობის არეში გყავდეთ და მისი მოძრაობები გააკონტროლოთ.ძაღლი ჩათვლის, რომ საფრთხეს არ წარმოადგენთ და მალე შეგეშვებათ.

 

უბრძანეთ ცხოველს წავიდეს

თუ ძაღლი კვლავ ამჟღავნებს აგრესიას და არ გეშვებთ, მიტრიალდით სახის მისკენ და ისე, რომ თვალებში არ უყუროთ, უბრძანეთ წავიდეს.ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ხმა მტკიცედ და მბრძანებლურად უნდა ჟღერდეს.არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ. უბრძანეთ “წადი!” “უკან!” ან “არა!” ძაღლმა თქვენს ინტონაციაში თქვენი ძალა უნდა იგრძნოს და თავს დაგანებებთ.

 

გადაატანინეთ ყურადღება

თუ ყველაფრის მიუხედავად ძაღლი მაინც გადმოვა შეტევაზე, გამოიყენეთ რაც ხელთ გაქვთ. გადაუგდეთ ბოთლი, ქურთუკი, ჩანთა, რასაც შეძლებს რომ უკბინოს, მანამდე კი გაქცევას შეძლებთ. გადადით თავდაცვაზე და უხმეთ მშველელს.თუ გაქცევას ვერ მოასწრებთ და თავდასხმის შედეგად მიწაზე აღმოჩნდით, მაქსიმალურად მოიკუნტეთ, თავი მუხლებში ჩარგეთ და ზემოდან მკლავებით დაიფარეთ, რომ კბენის შედეგად სერიოზული დაზიანება არ მიიღოთ თავზე და სახის არეში.

 

 

 

Facebook Comments

Related posts

iPhone X 6 Months Later: Still One Of The Best Smartphones

ROBEN

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

GIO

აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 17 წელი გავიდა

GIO

Leave a Comment