• Home
  • Apple
  • მსოფლიოს ყველაზე ცნობილი 9 ქუჩა
Apple

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი 9 ქუჩა

მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქშია თუნდაც ერთი ქუჩა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში და ისინიც კარგად იცნობენ, ვისაც არასდროს იტაცებდა მოგზაურობა.

ელისეის მინდვრები, პარიზი, საფრანგეთი – პარიზის დიდებულების განსახიერება – ელისეის მინდვრები, სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქუჩად, რომელსაც ქალაიქის მთავარ სიმბოლოსთან – ტრიუმფალურ თაღთან ერად უამრავი პატარა კაფე, მოდური ბუტიკი და რესპექტაბელური სასტუმრო ამშვენებს.

ლა რამბლა, ბარსელონა, ესპანეთი – ბარსელონას ცენტრალურ ქუჩაზე ყოველთვის სადღესასწაულო განწყობაა, რადგან კოლორიტული ატმოსფეროსა და განსაკუთრებული ენერგიის წყალობით, ქუჩა დიდი ხანია ევროპელების საყვარელ ადგილად ითვლება, ტურისტებს კი, მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

ლას-ვეგას სტრიპი, ნევადა, შეერთებული შტატები – ლას-ვეგასის ბულვარის 7-კილომეტრიანმა მონაკვეთმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე განათებულ ქუჩად ითვლება, მდიდრული სასტუმროებით და სამორინეებით გაითქვა სახელი. მოგზაურები საკუთარ ვალად თვლიან იმ ქუჩაზე გასეირნებას, რომელიც დიდი ხანია აზარტული თამაშების, რისკის და მძაფრი შეგრძნებების ძიების სიმბოლოდ იქცა.

ნანკინის ქუჩა, შანხაი, ჩინეთი – ნანკინის 6-კილომეტრიან ქუჩაზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გრძელ სავაჭრო ქუჩად ითვლება, რამდენიმე ასეული მაღაზიაა თავმოყრილი ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნების დასაკმაყოფილებლად. აქვეა მდიდრული რესტორნები და სასტუმროები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აზიის ყველაზე პოპულარულ ქუჩაზე დღეში სულ მცირე 1 მლნ. ადამიანი სეირნობს.

ვია დოლორესა, იერუსალიმი, ისრაელი – პილიგრიმები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ იერუსალიმს, რათა მოილოცონ და საკუთარი თვალით ნახონ „მწუხრის გზის“ სახელით ცნობილი ვია დოლორესა, რომელიც იესომ გაიარა გოლგოთას მთისკენ.

აპიევას გზა, რომი, იტალია – რომის უძველეს ქუჩებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას აპიევას გზა იმსახურებს, რომელიც მართალია, ქალაქიდან ჩრდილოეთისკენ პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ სწორედ იმ ისტორიულ ნაგებობესა და არქიტექტურულ შედევრებს მიუყვება, რომელთა ნახვას ყველა მოგზაური ოცნებობს, მით უფრო, რომ გზამ დღემდე შემოინახა, რომაელთა ეპოქის კლასიკური დიზაინი. 

პასეო-დე-ლა-რეფორმა, მეხიკო, მექსიკა – ევროპული ბულვარების მსგავსად, მეხიკოს მთავარ ქუჩაზეც უამრავი ისტორიული ძეგლი და ნაგებობაა თავმოყრილი – ნაციონალური სასახლის და „დამოუკიდებლობის ანგელოზის“ მონუმენტის ჩათვლით, რომელიც მექსიკის ეროვნული გმირების პატივსაცემად აიგო. თუ მექსიკაში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაჯავშნეთ  ნომერი პასეო-დე-ლა-რეფორმას მდიდრულ სასტუმროში ან უბრალოდ გაისეირნეთ სამხრეთ ამერიკის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე.

პიკადილია, ლონდონი, ბრიტანეთი – თეატრებით და ღამის კლუბებით, ისტორიული ძეგლებითა და არქიტექტურული შედევრებით მდიდარი პიკადილია, ერთნაირად საინტერესოა როგორც ახალგაზრდა, ისე შედარებით ასაკოვანი მოგზაურებისთვის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ლონდონის მთავარი ქუჩა ყოველთვის უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments

Related posts

No MacBook Air Updates Would Be WWDC’s Biggest Gamble

ROBEN

ყველაზე ძლიერი პიროვნებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით .

GIO

საქართველოში პირველი აიფონ 10ს მაქსი 35 000 დოლარად გაიყიდება!

GIO

Leave a Comment