კატეგორიის გარეშე

შეეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარ თავს ( წარმატებისკენ )

ბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მოტივაციაა. დროის სვლასა და ბიზნესის წარმატებასთან ერთად საქმეც სულ უფრო და უფრო მეტი ხდება გასაკეთებელი, რასაც, ბუნებრივია, უფრო მეტი მოტივაცია სჭირდება.

იმედს დაკარგა ყველაზე ცუდი თვისებაა !  თქვენ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ  ვიდრე ფიქრობთ. ყველას ხვდება დაბრკოლებები ცხოვრებაში, მაგრამ მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ მომავლისკენ სწრაფვა შეინარჩუნონ.

მომავალზე ფოკუსირება

როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც წარმოგედგინათ, მუშაობის სურვილი ნელ-ნელა გეკარგებთ. მომავალზე ფოკუსირებით კი ბრძოლის სურვილი გაგიძლიერდებათ, შეცდომას ნაკლებად დაუშვებთ და დაბრკოლებები იმედს არ დაგიკარგავთ.

ისწავლეთ წარუმატებლობისგან
ყოველი წარუმატებლობა გამოცდილებად უნდა აღიქვათ. მტკივნეულად არ უნდა მიიღოთ თქვენი უშედეგო მცდელობები.

განაგრძეთ!

თუ შეცდომა დაუშვით ეცადეთ, რომ გამოასწოროთ. დაიწყეთ გეგმის შედგენა. ყოველ საღამოს თქვენ დღის გეგმა სრულყოფილად უნდა გქონდეთ შესრულებული. ყოველდღიურად იმოქმედეთ!

იყავით ოპტიმისტი

არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა წარსულში, სამყაროს ოპტიმისტურად შეხედეთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. მთავარია თქვენ შეძლოთ დადებითის დანახვა.

აირჩიეთ თქვენი გარემო

გახსოვდეთ ვინ არიან შენს გარშემო, რადგან თქვენ მათი ანარეკლი ხართ, რაც მომავალთან პირდაპირ კავშირშია. მთავარია იყოთ იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც ეწყობით. რა მნიშვნელობა აქვს 2 000 მეგობრის ყოლას, თუ ვერაფერში დაგეხმარებიან?

შეეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარ თავს

საკუთარი თავის სხვისთვის შედარება დროის კარგვაა. ფიქრობთ, რომ სხვებს ყველაფერი თქვენზე უკეთ გამოსდით ან წარმატებულები არიან. გაცილებით ეფექტურია თუ დროს საკუთარ თავთან შეჯიბრში დახარჯავთ. შეაჯამეთ თქვენი ახლანდელი შედეგები და ძველს შეადარეთ. თუ მიღწევები გაუმჯობესებულია, მაშინ შეგძლიათ საკუთარ თავს მიულოცოთ.

Facebook Comments

Related posts

როგორ გამოიყურებიან 13-14 წლის სკოლის მოსწავლეები

ROBEN

კომპანია, Porsche დიზელის ძრავიანი ავტომანქანების წარმოებას წყვეტს

ROBEN

საქართველოში, ქართველის გარდა ჯერჯერობით, არავინ დაჩაგრულა !

ROBEN

Leave a Comment