ბიზნესი

როგორ ვიპოვოთ კარგი სტრატეგი

ნებისმიერ კომპანიას სჭირდება ადამიანი, რომელსაც სტრატეგიულად ფიქრი შეუძლია. ამ უნარის მქონე ადამიანის ორგანიზაციაში ყოფნა ერთდროულად ოთხი მიმართულებით დაგეხმარებათ:

  • მისი პერსპექტივების გათვალისწინებით კომპანია რთული სიტუაციებს კარგად “შეიარაღებული” ხვდება
  • სიტუაციის ღრმა ანალიზისა და განსხვავებული ფაქტების გაერთიანების უნარის წყალობით პრობლემებისა და კონფლიქტების მაქსიმალურად არიდებაა შესაძლებელი
  • გულმოდგინედ აკონტროლებენ ბაზარს და კომპანია უახლეს ტენდენციებს არ ჩამორჩება
  • აქვთ გლობალური ხედვა

ასეთი თანამშრომლების პოვნა, ბუნებრივია, მარტივი არ არის. Harvard Business Review კომპანიის მენეჯერებს სთავაზობს მეთოდის გამოყენებას, რომლის წყალობითაც შესაძლოა ასეთი ადამიანი იპოვოთ:

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ არაა აუცილებელი მაინც და მაინც ახალი კადრი ეძებოთ, შესაძლოა, ის უკვე მუშაობს თქვენს კომპანიაში. ხოლო მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სავარაუდო კანდიდატს გააცანით მას გამოწვევა ან პრობლემა, რომლის წინაშეც თქვენი კომპანიაა და სთხოვეთ, შემოგთავაზოთ გამოსავლის საკუთარი ხედვა. ჰკითხეთ კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

ასევე გააცანით მას ორგანიზაციის ამჟამინდელი სტრატეგია და სთხოვეთ შეაფასოს ის, იპოვოს დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაწეროს საკუთარი ხედვით ჩამოყალიბებული სტრატეგია.

ასევე არსებობს კითხვების კონკრეტული ჩამონათვალი, რომლებზე პასუხებითაც შესაძლოა მიხვდეთ არის თუ არა შერჩეული კანდიდატი კარგი სტრატეგი

როგორ აპირებს მუშაობას შემოთავაზებულ სტრატეგიულ გეგმაზე და იპოვოს ურთიერთერთდამოკიდებულება ცალკეულ ინდივიდებს შორის

როგორია იმ კომპანიის სტრატეგიული გეგმა სადაც ამჟამად მუშაობს და რა როლი აქვს მას ამ გეგმის ჩამოყალიბებაში?

რა გავლენა აქვს მოხდენილი მის კარიერაში სტრატეგიულ ნაბიჯებს? (კონკრეტული მაგალითი)

როგორ ფიქრობს, აქვს უნარი გამოავლინოს სხვა თანამშრომლებში სტრატეგიის უნარი?

ამ მეთოდების გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ შერჩეულმა კანდიდატმა პასუხისას რომელიმე მნიშვნელოვანი პუნქტი არ გამოტოვოს, ასევე დაუკვირდით პასუხები შესაძლოა  შეიცავდეს უფრო ტაქტიკურ ქმედებებს და სტრატეგიული თვალსაზრისით საკმარისად განვითარებული არ იყოს.

Facebook Comments

Related posts

საქართველო იმ 6 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ქალებს მამაკაცებზე მეტი საბანკო ანგარიშები აქვთ

LiKa

ლეგენდარული ლიდერების 10 პერსონალური თვისება

LiKa

როგორ ვუხელმძღვანელოთ თანამშრომელს, რომელსაც სერიოზული ემოციური პრობლემები აქვს

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!