• Home
  • ბიზნესი
  • საჯარო გამოსვლებისას როგორ ვიმეტყველოთ სწორად
ბიზნესი

საჯარო გამოსვლებისას როგორ ვიმეტყველოთ სწორად

როდესაც ჩვენ ვღელავთ ან არ ვიცით როგორ გავაგრძელოთ საუბარი, ჩვენი მეტყველბა ივსება სიტყვა-პარაზიტებით. ზოგადად, ისინი გვეხმარებიან აზრების დალაგებაში, თუმცა თუ ასეთი სიტყვები ძალიან ბევრია, მაშინ ის ქმნის პრობლემას და ჩვენი საუბარი უინტერესო ხდება აუდიტორიისთვის.

სიტყვა-პარაზიტების პრობლემა

  1. თუ თქვენს საუბარში ძალიან ბევრი სიტყვა-პარაზიტია, მაშინ ეს გაუფანტავს გონებას თქვენს მსმენელს
  2. ასეთი სიტყვები წარმოაჩენს ორატორს ნერვულ, გაფანტულ პიროვნებად
  3. იმისათვის, რომ აუდიტორიამ დაუჯეროს თქვენს ნათქვამს, უნდა ისაუბროთ გარკვევით, ლოგიკურად და მარტივად, სიტყვა-პარაზიტები კი ამის საშუალებას არ გაძლევენ.

პაუზები სიტყვა-პარაზიტების ნაცვლად

სიტყვა-პარაზიტების ჩანაცვლება შეგიძლიათ პაუზებით. კარგი ორატორები საუბრისას ყოველ 2-3 წამში ჩერდებიან, რაც მათ უფრო თავჯადარებულად და დამაჯერებლად წარმოაჩენს.

პაუზები გვეხმარება სამი ამოცანის ამოხსნაში:

  • აზრების დალაგება
  • ნერვიულობის მოხსნა
  • ყურადღების მიქცევა

სამი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ სიტყვა-პარაზიტებს

  1. იმუშავეთ საკუთარ თავზე. ჩაიწერეთ თქვენი გამოსვლა, მიაქციეთ ყურადღება რამდენ სიტყვა-პარაზიტს იყენებთ და როგორ, შემდგომ კი იმუშავეთ ამის გამოსწორებაზე.
  2. როდესაც გეცოდინებათ სად არის თქვენი პრობლემა, საუბრისას იფიქრეთ იმაზე, რომ არ გაიმეროთ შეცდომები და ნაკლები სიტყვა-პარაზიტი გამოიყენოთ.
  3. გამოსვლამდე კარგად მოემზადეთ, ბევრი ივარჯიშეთ და ეცადეთ დაძლიოთ ნერვიულობა.
Facebook Comments

Related posts

როგორ ვუხელმძღვანელოთ თანამშრომელს, რომელსაც სერიოზული ემოციური პრობლემები აქვს

LiKa

ლეგენდარული ლიდერების 10 პერსონალური თვისება

LiKa

საქართველო იმ 6 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ქალებს მამაკაცებზე მეტი საბანკო ანგარიშები აქვთ

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!