• Home
  • ბიზნესი
  • როგორ ვუხელმძღვანელოთ თანამშრომელს, რომელსაც სერიოზული ემოციური პრობლემები აქვს
ბიზნესი

როგორ ვუხელმძღვანელოთ თანამშრომელს, რომელსაც სერიოზული ემოციური პრობლემები აქვს

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენა, რომელსაც შეუძლია შრომისუნარიანობა გაუნადგუროს. მაგალითად, ოჯახის წევრის ავადმყოფობა, განქორწინება, ან მეგობრის გარდაცვალება. ასეთ დროს წარმოუდგენელია თანამშრომლისგან მაქსიმალურის მოთხოვნა. კარგი ხელმძღვანელის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ესეცაა – რამდენად შეუძლია დაეხმაროს რთულ ემოციურ მდგომარეობაში მყოფ თანამშრომელს და მეტ-ნაკლებად შეუნარჩუნოს შრომისუნარიანობა

იყავით ღია ურთიერთობებისთვის 

ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე საუბარი, განსაკუთრებით კი ტკივილისა და განცდის გაზიარება. აღნიშნული, შეიძლება, ხელმძღვანელ პირთან უფრო რთული იყოს, მაგრამ თუკი ის ღია იქნება ურთიერთობებისთვის ყინულის დაძვრა შესაძლებელია. კარგი ლიდერის უპირველესი ამოცანაა, მიხვდეს, რომ დასაქმებულის ცხოვრებაში რაღაც პრობლემაა. ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებას კი დრო და შესაბამისი კომუნიკაცია სჭირდება.

არ ჩაერიოთ პირად ცხოვრებაში ზედმეტად

ლიდერი საკუთარ თანამშრომლის მიმართ ემპათიური უნდა იყოს და მზრუნველობის მომენტიც გააჩნდეს, მაგრამ ზედმეტად პირად საკითხებში არ უნდა ჩაერიოს. გახსოვდეთ, რომ არის რაღაც რისი გამჟღავნებაც ადამიანს არ სურს. ნუ დაუსვამთ მას ისეთ კითხვებს, რომ პრობლემის სიღრმისეულად მოყოლა იყოს საჭირო.

თავდაპირველად მოუსმინეთ, შემდეგ ივარაუდეთ 

როდესაც თანამშრომლისგან მისი პრობლემის შესახებ პირველად ისმენთ, მაშინვე სამოქმედო გეგმას ნუ შეადგენთ. შესაძლოა, მას დახმარება კი არა, უბრალოდ აუდიტორია სჭირდებოდეს, რომ თავის ცხოვრებაზე გაგიზიაროთ. პრობლემის გაგებისთანავე ნუ შესთავაზებთ შვებულებას, ან გრაფიკის გადახედვას. მან ეს შესაძლოა არასწორად გაიგოს და მის შრომისუნარიანობა გაცილებით უარყოფითად აისახოს.

ზუსტად იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ

თქვენ შესაძლოა, მზად ხართ თანამშრომლისთვის მაქსიმუმი გააკეთოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, იმ კომპანიის მიდგომაც, რომელშიც მუშაობთ. შესაძლოა ფირმისა და თქვენი დამოკიდებულება ერთმანეთს არ დაემთხვას. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზების საშუალებას გაძლევთ იმ კომპანიის წესდება, რომლშიც თქვენ და თქვენი თანამშრომელი ხართ დასაქმებული. ნუ დაპირდებით მას იმას, რასაც ვერ შეასრულებთ.

იყავით გულწრფელი, თანმიმდევრული და სამართლიანი 

გახსოვდეთ, რომ დანარჩენი თანამშრომლები აუცილებლად შეამჩნევენ თქვენს დამოკიდებულებას თავიანთ კოლეგასთან და ექნებათ მოლოდინი, რომ იმავე სიტუაციაში მათთან ანალოგიურად მოიქცევით. თუკი თანამშრომლებისგან  მაქსიმალურ პროდუქტიულობას ელით მათი უნდა გესმოდეთ, გჯეროდეთ და ყველასთან სამართლიანი იყოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ერთი ქმედება შექმნის პრეცედენტს. ბუნებრივია, თითოეული სიტუაცია უნიკალურია და ცალკე მიდგომას მოითხოვს, მაგრამ ზოგადი სტრატეგიის შექმნა მაინც შესაძლებელია.  არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სამაგალითო და სხვებზეც გავრცელდება.

 

წყარო;  businesspost.ge

Facebook Comments

Related posts

საჯარო გამოსვლებისას როგორ ვიმეტყველოთ სწორად

LiKa

როგორ ვიპოვოთ კარგი სტრატეგი

LiKa

ლეგენდარული ლიდერების 10 პერსონალური თვისება

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!