• Home
  • ექსკლუზივი
  • მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც სიბერის პროცესს ანელებს
ექსკლუზივი

მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც სიბერის პროცესს ანელებს

მეცნიერთა ჯგუფმა ერლანგენის უნივერსიტეტიდან(ნიუნბერგი) დაადგინა, რომ თითბრის და ჰიდროქინონის შერწყმა, რომელიც გვხდება ყავაში, ჩაიში, შოკოლადსა და ღვინოში სიბერის პროცესს ანელებს. კვლევის შედეგები Phys.org-ზე გამოქვეყნდა.

 

აღმოჩნდა, რომ თითბერი ააქტიურებს ჰიდროქინონის ჯგუფებს, თავის მხრივ, ისინი ბუნებრივად აფერხებენ ჟანგვის პროცესს, რომელიც სუნთქვის დროს წარმოიქმნება ადამიანის უჯრედში.

 

თითბერი ჰიდროქინონთან ერთად ქმნის კომპლექსს, რომელიც სუპეროქსიდისმუტაზას ფერმენტის იმიტირებას ახდენს, რომელიც დაჟანგვისგან გამოწვეული დეგენერაციული პროცესებისგან იცავს.

შედეგად, სუპეროქსიდის მეტაბოლიზმს შეუძლია შეანელოს ორგანიზმის დაზიანება და თავისთავად შეანელოს დაბერების პროცესი.

 

შარშან სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რის მიხედვითაც გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი, რაპამიცინი, რომელიც გამოიყენება როგორც იმუნოდეპრესანტი ტრანსპლანტაციის(ორგანოს გადანერგვის) დროს, ორჯერ უფრო ეფექტური გახდება თუ შევქმნით “კოქტეილს”, რომელშიც გაზავებული იქნება ბეტა-ბლოკატორები, მეტაფორმინი და ალანტონინი. მეცნიერების დასკვნით, კანის უჯრედები და ქსოვილები ორჯერ უფრო სწრაფად იწყებს აღდგენას, ვიდრე აქამდე არსებული პრეპარატები.

 

გენეტიკოსების და ბიოლოგების მტკიცებით, ეს პრეპარატი საშუალებას მისცემს ადამიანებს, მნიშვნელოვნად გაზარდონ სიცოცხლის ხანგრძლივობა.

Facebook Comments

Related posts

გორში, სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (იხილეთ ვიდეო)

50 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემები ჰაკერების ხელში – Facebook-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა👈👈

iOS 12 Wish List: All The Features We Absolutely Need

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!