ახალი ამბები

საქართველო-თურქეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ყარსის პროვინციაში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები 6 კილომეტრ სიღრმეზე თბილისის დროით 09:39 საათზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

სამშაბათს დასავლეთ საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი ბიძგები ქალაქ ონთან გამთენიისას, თბილისის დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერესთან მოხდა.

ასევე გუშინწინ, 17:36 საათზე 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისთანაც დაფიქსირდა. კერძოდ, ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, ქალაქ მცხეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ქვიშიანთან მდებარეობდა.

 

Facebook Comments

Related posts

მნიშვნელოვანი ცვლილებები 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში და ახალი ფორმატის ნიმუშები

LiKa

“ისტორიული გამარჯვება” პირველი იანვრიდან მეტროს მემანქანეებს ხელფასები 30%-ით გაეზრდებათ

LiKa

მუხიანში 23 წლის მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა 😱

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!