პოლიტიკა

შვილების მოკვლით მემუქრებიან !

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან. განცხადება ხელისუფლების მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს მასა და მის შვილებს მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მისი თქმით, შეტყობინებებში ეწერა- “შუბლს გაგიხვრეტ”. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მუქარის ავტორები არიან ყოფილი სამხედრო პირები, რომელებიც მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან დაკავშირებული.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით, შსს-ს უკვე მიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატი არასამთავრობო სექტორსაც მიმართავს და პასუხისმგებლობას მათაც აკისრებს.
სალომე ზურაბიშვილმა განცხადების გაკეთების შემდეგ ტრიბუნდა დატოვა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უჭერს მხარს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო შეტყობინება შვილების მოკვლის მუქარით.

Facebook Comments

Related posts

Google Lens Gets Integrated Into The Default Camera App

LiKa

The 9 Features Amazon and Google Must Add To The Echo And Home

LiKa

Google Home Sales Outpace Amazon’s Echo for the First Time

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!