• Home
  • კატეგორიის გარეშე
  • საპატრულო პოლიცია ოპოზიციონერებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ 😱‼
კატეგორიის გარეშე

საპატრულო პოლიცია ოპოზიციონერებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ 😱‼

საპატრულო პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ.

როგორც სატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, დანონსებული იყო მარშრუტი, თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, მაგრამ ოპოზიციას არ სურს იმ მიმართულებით წავიდეს.

“ჩვენ განვსაზღვრავთ მარშუტებს. არ ვუზღუდავთ მოქალაქეებს გადაადგილებას, არამედ ვაძლევთ მიმართულებას, რა მიმართულებით უნდა მოხვდნენ თელავში”, – განაცხადა კუპატაძემ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი სპეციალურად არ წავიდნენ გომბორის უღელტეხილის გავლით, ვინაიდან ხელი არ შეეშალათ სტუმრებისთვის, თუმცა პოლიციამ ალტერნატიული გზაც დაუკეტა და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით,  მესამე გზა, ყვარლის გავლით, ასევე გადაკეტილია.

“ეს ისეთივე სატყუარაა, როგორც გომბორზე მივედით და შემოგვთავაზეს ამ გზით წამოსვლა”, – განაცხადა ვაშაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი.

“თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეების თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა”, – აცხადებს შსს და აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

შსს-ს განცხადებით, საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ოპოზიციის კოლონა ამ დროისთვის [12:55] გაჩერებულია გურჯაანი-თელავის გზაზე, ყვარლის გადასახვევთან. პოლიცია მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. აქედან პირდაპირ თელავამდე, დაახლოებით, 30 კილომეტრია დარჩენილი. რაც შეეხება სხვა მარშრუტს, ყვარლის გავლით თელავამდე 60 კილომეტრზე მეტია გასავლელი.

ოპოზიციამ თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ დაანონსა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ინფორმაცია გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებ მხოლოდ დღეს, 16 დეკემბრის დილით, მაშინ გაავრცელა, როცა კოლონა თბილისიდან უკვე დაძრული იყო.

Facebook Comments

Related posts

რა აგიჟებთ ადამიანებს მოკბეჩილი ვაშლის იდეა – ბრენდის ანალიზი Apple-ის მაგალითზე

LiKa

საქართველოში, ქართველის გარდა ჯერჯერობით, არავინ დაჩაგრულა !

LiKa

წინასაარჩევნოდ, უკრაინულმა საიტმა სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!