კატეგორიის გარეშე

როგორ არ გავბრაზდეთ – 3 რჩევა ნეირომეცნიერებისგან

როგორ არ გავბრაზდეთ და როგორ მოვთოკოთ თავი სტრესულ სიტუაციებში? რა შეცდომას ვუშვებთ და როგორ გამოვასწოროთ ის? – ნეირომეცნიერები რამდენიმე რჩევას გვთავაზობენ:

ოლივერ ბრუკმენის წიგნში „ანტიდოდში“ აღწერილია რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც მალავენ ემოციებს, ცხოვრებაში უფრო მეტის გადატანა უწევთ, ვიდრე, მას ვისაც ემოციის გამოხატვა უადვილდება. თუ ადამიანი ცრემლებს იკავებს, საბოლოოდ ტირილის სურვილი მაინც პიკს აღწევს. რა ხდება, როდესაც ადამიანი ბრაზის ჩახშობას ცდილობს? ბრაზისა და ზოგადად უარყოფითი ემოციის ჩახშობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ თუ თავს ძალას დავატანთ და ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანთ, ის ნელნელა გაქრება. ამიტომაც ადამიანები ხშირად ემოციებს მალავენ, რადგან იციან დროსთან ერთად სიბრაზე ქრება და ცუდად ნათქვამი კი გულში სამუდამოდ რჩება და მისი გამოსწორება რთულია.

ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ადამიანს ყურადღება უარყოფითიდან დადებითზე გადააქვს, თანდათან მას ბრაზის გამომწვევი ფაქტორები ავიწყდება. ტვინს დიდხანს უსიამოვნო სიტუაციებზე კონცენტრაცია არ შეუძლია.

ბრაზის სხვა გრძნობით შეცვლა, ძლიერი ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მისი ოპონენტი ყველაფერს აკეთებს მის გამოსაწვევად, ის ამ დროს ბრაზს სხვა გრძნობით ცვლის, მაგალითად, თანაგრძნობით.

გახსოვდეთ, რომ ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარების გზაზე მიტევებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს როგორც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შურისძიება და მტრულად განწყობა თვით იმ ადამიანზე უფრო ცუდად მოქმედებს, ვიდრე ვის მიმართაც არის განწყობილი.

Facebook Comments

Related posts

რატომ უნდა იყოს ხელმძღვანელი ახალგაზრდა თანამშრომლებთან უფრო ახლოს

LiKa

მოკლული ბავშვი მავთულით გაკოჭილი იპოვეს კადრები შემთხვევის ადგილიდან

LiKa

თაკო ნაცვლიშვილის ახალი, გასაოცარი ფოტოები 😍

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!