საზოგადოება

შენ იღვიძებ, მაგრამ განძრევა არ შეგიძლია 😱😞


შენ იღვიძებ, მაგრამ განძრევა არ შეგიძლია. წევხარ საწოლში, სრულიად საღი გონებით, მაგრამ იაზრებ, რომ რაღაც უცნაური ხდება. თითქოს მკერდზეც რაღაც გაწვება და სულს გიხუთავს. გინდა ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე, მაგრამ იყინები – ვერც მოძრაობ და ვერც ლაპარაკობ. შეიძლება ნაბიჯების ხმა გაიგონო, ან მოჩვენების მსგავსი გამოსახულება დალანდო. დამშვიდდი, შენ ავი სულების მსხვერპლი არ ხარ, უბრალოდ სიზმრების სამყაროში გამოიღვიძე.ეს ძილში დამბლაა,მემკვიდრეობითი დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს საშინელი წამების ან წუთების გადატანა უწევს. მთელი სხეული პარალიზებულია, მხოლოდ სუნთქვა და თვალების ამოძრავებაა შესაძლებელი. მსხვერპლი გამოღვიძებულია, თუმცა არ შეუძლია ორგანიზმის კონტროლი. უძრაობასთან ერთად, გავრცელებული სიმპტომებია მოგუდვის ან დახრჩობის მსგავსი შეგრძნება, უცხო ხმის ან ნაბიჯების მსგავსი ბგერების გაგონება, მუქი ჩრდილების დანახვა, ასევე ოთახში ვიღაცის არსებობის შეგრძნება. ხშირად ასეთი მოვლენები უბიძგებს ადამიანს, იფიქროს, რომ მის გვერდით მოჩვენება ან უცხოპლანეტელია, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერს იწვევს ტვინში ნერვული სიგნალების გადაცემის დარღვევა. ძილის დროს ჩვენი ტვინი აგზავნის სიგნალებს, რომლითაც ზღუდავს კუნთების მოძრაობას, რათა მაქსიმალურად აარიდოს ორგანიზმს იმის გამეორება, რაც სიზმარში ხდება. ძილში დამბლა კი მაშინ ხდება, როცა ტვინს ჯერ კიდევ არ შეუწყვიტავს ამ სიგნალების გაგზავნა, ანუ მუსკულატურას არ მიუღია ტვინისგან “ნებართვა”, რომ იმუშავოს. ამის გამო ადამიანი სავსებით ფხიზელია, მაგრამ პარალიზებული.

Facebook Comments

Related posts

რომელ რიცხვში დაიბადეთ ? იცოდით რას განსაზღვრავს კონკრეტული რიცხვი?

LiKa

Xbox 360 Gets A System Update — Its First In Two Years

LiKa

მილს ცეცხლი წაეკიდა, ყველანი გარეთ ვართ გამოსულები და ვერ შევდივართ სახლებში” -ამ წუთებში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გაზმა გაჟონა 😱

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!