ექსკლუზივი

NASA-ს კოსმოსური ხომალდი InSight მარსზე წარმატებით დაეშვა

მარსს ახალი ბინადარი ჰყავს. ექვსი თვის განმავლობაში კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ, 26 ნოემბერს, ნასას კოსმოსური ხომალდი InSight წარმატებით დაეშვა წითელ პლანეტაზე. ეს NASA-ს პირველი მისიაა მარსზე 2012 წლის შემდეგ. 

InSight-მა ატმოსფეროში მოხვედრისას 19 000 კილომეტრი საათის სიჩქარეგანავითარა და დაშვებას მხოლოდ შვიდი წუთი მოანდომა. ის აღჭურვილია მგრძნობიარე ინსტრუმენტებით, რომლებიც პლანეტის შიდა ნაწილებს ორი წლის განმავლობაში შეისწავლის. მისიის მიზანია დაადგინოს მარსის მანტიის, ქერქის და ბირთვის ზოგადი აგებულება და პლანეტის სეისმური აქტივობა. ეს დაეხმარება მეცნიერებს უკეთ გაიგონ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ დედამიწის და მარსის მსგავსი კლდოვანი ციური სხეულები.

InSight აღჭურვილია კამერით, რომლის მეშვებითაც მან 11 დეკემბერს პირველი “სელფი” გადაიღო. მან ასევე გადაიღო მარსის ლანდშაფტის და წნევის სენსორებით და სეისმომეტრებით მარსზე  ჩაიწერა. Insight-ის ჩანაწერი პირველი ბგერებია მარსიდან, რომლებიც ადამიანის ყურმა აღიქვა.

SpaceX-ის  გიგანტური რაკეტის Falcon Heavy-ს ტესტირება წარმატებით დასრულდა

6 თებერვალს SpaceX-მა კენედის კოსმოსური ცენტრიდან თავისი გიგანტურმა რაკეტა Falcon Heavy-ი გაუშვა. Falcon Heavy ყველაზე მძლავი მოქმედი რაკეტაა. მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. მისიის მიზანი რაკეტის შესაძლებლობების შემოწმება იყო. ტესტირებამ, რომელსაც მილიონობით ადამიანი პირდაპირი ტრანსლაციით უყურებდა, წარმატებით ჩაიარა. SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა რაკეტაში თავისი Tesla Roadster მოათავსა, რომელშიც დევიდ ბოუვის სიმღერა “Space Oddity”-ა ჩართული, მძღოლის სავარძელში კი მანეკენი “სტარმენი” ზის. ცოტა ხნის წინ Tesla Roadster-ი მარსს გაცდა. ტესტირების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი რაკეტის ორი ბუსტერის ერთდროული დაშვება იყო. 

Facebook Comments

Related posts

Apple Seeds Fifth Beta of macOS High Sierra 10.13.5 to Developers

LiKa

ვიდეო რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო

LiKa

ესპანელმა მილიარდელმა თავის თანასოფლელებს სათითაოდ 2,6 მლნ.$ დაუტოვა

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!