ავტომობილები კატეგორიის გარეშე

როგორ დავზოგოთ “ბენზინი”ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის.

ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება, განსაკუთრებით დღეს, როცა საწვავზე ფასი კიდევ უფრო იზრდება. მანქანის თითქმის ყველა მფლობელს ერთხელ მაინც გასჩენია შეკითხვა: როგორ დავზოგოთ ფული ბენზინზე? იაფი საწვავის შეძენა გამოსავალი ნამდვილად არ არის, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს მანაქნას და უფრო ძვირი დაგვიჯდება.

ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე უკვე გამოცდილ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბიუჯეტი ძალიან არ დააზარალოთ.

აუცილებელია მანქანა გამართული იყოს

უნდა ვიცოდეთ, რომ მანქანის ნებისმიერი გაუმართავობა ზრდის ბენზინის ხარჯს: მაგალითად, გაუმართავი და ძველი ძრავა საწვავის დანახარჯს ზრდის 30%-ით

თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი

თუ თქვენი ავტომობილში ზედმეტი ტვირთია ან სახურავზე დამატებითი საბაგაჟოა დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა იგი ყოველდღიურად. ზედმეტი ტვირთის თავიდან მოშორებით ბენზინის ხარჯს დაახლოებით 10%-ით შემაცირებთ.

გამოიყენეთ სიარულის ყველაზე ეკონომიური რეჟიმი

თუ თქვენს მანქანაზე გათვალისწინებულია ეკონომიური ან ზამთრის რეჟიმი, ნუ დაგავიწყდებათ ისარგებლოთ ამით. გონივრული სიჩქარით სიარული საწვავზე 30%-ის ეკონომიის საშუალებას იძლევა. ასევე
შეიძინეთ სამარშრუტო კომპიუტერი ეს სასარგებლო მოწყობილობა გასწავლით ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას და დაგეხმარებათ დანახარჯების 10%-ით დაზოგვაში.

გამორთეთ ძრავა, თუ მოლოდინის დრო 3 წუთზე მეტია

შეეცადეთ თავი აარიდოთ საცობებს, რადგან ძრავის სიჩქარეზე დაკიდების გარეშე ანუ ე.წ ”ხალასტოიზე” 1 საათი მუშაობა უდრის ტრასაზე 60 კმ-ის გავლას 80 კმ/სთ-ის სიჩქარით.

არ გინდათ უაზრო სისწრაფე არ ღირს ძრავის გახურება მთელი 10-15 წუთი

მანქანის ხანგრძლივი გახურება ბენზინის ზედმეტი დანახარჯია. არარის საჭირო დრიფტი, უაზრო სისწრაფე, როგორც თინეიჯერებს შეფერება.

Facebook Comments

Related posts

აფეთქება რუსთავში – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

LiKa

რატომ უნდა ვიზრუნოთ პირადი კავშირების განვითარებაზე

LiKa

შავი ალმასის ვაშლი თითო ცალი 20$ იყიდება, მაგრამ არავის სურს მისი გაშენება

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!