ახალი ამბები საზოგადოება

საქართველოში სიგარეტის ფასმა საგრძნობლად მოიმატა

ახალი წლის შემდეგ საქართველოში სიგარეტის ფასმა მოიმატა. თამბაქოს აქციზის ფასმა 10-დან 30 პროცენტამდე მოიმატა, სიგარეტის გაძვირება სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია. სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციაზე ფასებმა 50-დან 80-თეთრამდე მოიმატა. იმპორტიორები თამბაქოს ფასის უფრო მეტ ზრდას აანონსებენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასის ზრდით კიდევ მეტად გაიზრდება ბიუჯეტი და მოსახლეობის დანახარჯი.

„სიგარეტი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც, ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი მკვეთრად არ მცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი თუ გაიზრდება, მკვეთრად არ შემცირდება მწეველების რაოდენობა. მეტიც, ძალიან მცირედით შემცირდება. მეორე, მომხმარებელი მავნე პროდუქტიდან გადაერთვება კიდევ უფრო მავნეზე, ნაკლებ ღირებულ, ნაკლებ ფასიან სიგარეტზე. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის კვლავაც იგივე, ეს არის ის, რომ მეტი ფული შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიზეზია ის, რომ მომხმარებელმა კიდევ მეტი გადაუხადოს მთავრობას თავისი ჯიბიდან,“ – განაცხადა ეკონომისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა.

თამბაქოს ინდუსტრიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით გაიზრდება თამბაქოს არალეგალური, ე.წ. შავი ბაზრიდან შემოტანის ფაქტები, მათ შორის, აფხაზეთიდან და სომხეთიდან.

Facebook Comments

Related posts

როგორ გამოიყურება ახალშობილი დღეს, რომელიც 6 თვის წინ 340 გრამი დაიბადა !

LiKa

Xbox One Weekly Recap: Loads of Free Game Events This Weekend

LiKa

2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1-ელ მარტს შეუწყდებათ

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!