• Home
  • ავტომობილები
  • კურიოზი რუსთავში, მართვის მოწმობის საგამოცდო მოედანზე (ფოტო)
ავტომობილები ექსკლუზივი საზოგადოება

კურიოზი რუსთავში, მართვის მოწმობის საგამოცდო მოედანზე (ფოტო)

მამაკაცი ამ დროს მანქანაში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსთავში მართვის მოწმობის საგამოცდო მოედანზე კურიოზული შემთხვევა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდაზე გასული 34 წლის მამაკაცი უკანა სვლით ავტოფარეხში მანქანის დაყენებას ცდილობდა, რა დროსაც მოულოდნელად მანქანა საგამოცდო მოედნის ტერიტორიას გასცდა და იქვე მდგარ ავტომობილს დაეცა.

მამაკაცი ამ დროს მანქანაში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულის გამო საგამოცდო პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდა, თუმცა ის მალევე განახლდა.

Facebook Comments

Related posts

რას გვეუბნება  23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი.

კაცს, რომელმაც “დაგვიანებული” საჭმლის გამო ცოლი დააბა, დაჭრა და სცემა, 7,5 წელი მიესაჯა

LiKa

NASA-ს კოსმოსური ხომალდი InSight მარსზე წარმატებით დაეშვა

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!