• Home
  • პოლიტიკა
  • ქართული ოცნების დეპუტატმა, 2018 წელს, 866 ათას 773 ლარი იშოვა
პოლიტიკა საზოგადოება

ქართული ოცნების დეპუტატმა, 2018 წელს, 866 ათას 773 ლარი იშოვა

ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის გამო, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ყოველწლიურად ღარიბდება, ხოლო ქართული ოცნების წევრი დეპუტატები სულ უფრო და უფრო მდიდრდებიან. 

მაგალითად, “პრესა.ჯიმ” გაარკვია რომ ქართული ოცნების მხარდამჭერმა დეპუტატმა, გორის მაჟორიტარმა იოსებ მაკრახიძემ 2018 წელს 866 ათას 773 ლარიანი სუფთა მოგება ნახა. 

მაკრახიძემ, რომელსაც გორში მინიგარქსაც ეძახიან, ეს უზარმაზარი შემოსავალი სხვადასხვა კომპანიებისგან მიიღო. 

კერძოდ: “ოცნების” დეპუტატმა, გასული წლის განმავლობაში, შპს “იბოლიადან” 286 ათას 341 ლარი აიღო, შპს “შარადან” 106 ათას 618 ლარი, ხელფასის სახით კი, 55 ათას 485 ლარი. 
ჯამში კი, სიღარიბის, უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების ფონზე, ბატონი მაკრახიძის წმინდა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში, სწორედ 866 ათას 773 ლარი შეადგინა (ეს მისი დეკლარაციითაც დასტურდება), რაც თვეში 72 ათას 231 ლარი და 83 თეთრია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაკრახიძეს თვეში იმდენი შემოსავალი აქვს, რასაც საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანი 396 თვის ანუ 33 წლის განმავლობაში ვერ აიღებს 180 ლარიანი პენსიის პირობებში. 
საინტერესოა, გარდა ქართული ოცნების მხარდაჭერისა, რითი დაიმსახურა დეპუტატმა მაკრახიძემ, (რომელსაც წლების განმავლობაში ხმაც კი არ ამოუღია პარლამენტში) ასეთი სიმდიდრე ირგვლივ გამეფებული სიღარიბის კვალდაკვალ?


Facebook Comments

Related posts

კაცს, რომელმაც “დაგვიანებული” საჭმლის გამო ცოლი დააბა, დაჭრა და სცემა, 7,5 წელი მიესაჯა

LiKa

Google Pixel 2 XL Gets Better With Newer Build

LiKa

გურიაში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა 😰

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!