• Home
  • საზოგადოება
  • დღეიდან დაჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლის შიდა სივრცეშიც ცარიელი საფერფლე დაფიქსირდება 😨
საზოგადოება

დღეიდან დაჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლის შიდა სივრცეშიც ცარიელი საფერფლე დაფიქსირდება 😨

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ცნობით, 8 იანვრიდან ამოქმედდება კანონის ის მუხლი, რომლის თანახმად, დახურულ სივრცეში მოწევისთვის დაჯარიმდებიან ფიზიკური პირები, ასევე ის დაწესებულებებიც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.

შენობაში მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარია. განმეორების შემთხვევაში – 200 ლარი. 8 იანვრიდან შედის ძალაში კანონის ის მუხლიც, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

8 იანვრიდან ამოქმედებული ცვლილების მიხედვით, მოწევა დაიშვება იმ სლოტ-კლუბებში, რომელთაც გადახდილი აქვს ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარი და უდგათ 20 სათამაშო აპარატი ან მეტი.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსი” გეგმავს 2019 წელსაც იბრძოლოს იმისათვის, რომ მოწევა აკრძალული იყოს ყველა დახურულ სივრცეში, გამონაკლისის გარეშე.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თუ თქვენ დააფიქსირებთ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტს, შეგიძლიათ მშვიდად გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო და დარეკოთ 112-ზე, ან სპეციალური აპლიკაციის საშულებით, ჩათში მიწეროთ 112-ს დარღვევის და დამრღვევი ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, ზუსტი მისამართი.“ – მოუწოდებს ალიანსი მოქალაქეებს.

Facebook Comments

Related posts

რობოტი რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს უკვე საქართველოშია! ნახეთ რა ღირს და რა ფუნქციები გააჩნია მას.

LiKa

მაპატიე ლევან, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას პირდაპირ ეთერში ვიტყოდი…” – “იმედის“ წამყვანმა ლევან ჩხაიძის გარდაცვალებაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

LiKa

Latest Microsoft Leak Reveals Mysterious New Surface

LiKa

Leave a Comment

error: Content is protected !!