მუქი ვერსია

გერმანიაში პირველი გეი წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა


1 ოქტომბერს გერმანიაში პირველად ერთსქესიანი წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა. კანონი ძალაში 1 ოქტომბერს შევიდა.  ქორწინების პირველი მოწმობა 59 წლის კარლ კრეილს და 60 წლის ბოდო მენდეს გადასცეს. წყვილი ბერლინში დაქორწინდა, იუწყება - “Associated Press“ 
გერმანიის დედაქალაქი გეგმავს შექმნას 12 ერთსქესიანთა  სამოქალაქო კავშირი. ამ მიზნით, ქალაქში რამდენიმე სარეგისტრაციო პუნქტი სპეციალურად მათთვის გაიხსნა, მიუხედავად არასამუშაო დღისა.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 21 ივნისს ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ამ  გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა, მაგრამ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს.

 ერთსქესიანთა კავშირმა კანონი 2001 წელს მიიღო,მაგრამ  ტრადიციულ ოჯახებთან შედარებით მათ თანაბარი უფლებები არ გააჩნდათ.
скачать dle 12.0



წყარო: PrimeTime.Ge
0

ტეგები