მუქი ვერსია

მაკა ზამბახიძე გათხოვდა


„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მომღერალი მაკა ზამბახიძე გათხოვდა. გამოცემა წერს, რომ მისი რჩეული მოჭიდავე მიხეილ ჩოხელია. 
"როგორც ამბობენ, წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, ერთადაც ჩნდება, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრეში. სოციალურ ქსელში მაკა და მიშა ურთიერთობის გასაჯაროებას ერიდებიან. მათი საერთო ფოტოც არსად მოიძებნება, მაგრამ „პრაიმტაიმის“ წყარო ამბობს, რომ შეყვარებული წყვილი უკვე 4 თვეა ერთად ცხოვრობს. შევიტყვეთ ისიც, რომ მიშა 28 წლისაა და წყვილს შორის 7-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა"- წერს გამოცემა. 
გამოცემის ინფორმაციით, არც მაკას ყოფილი მეუღლე, ვახო ჭუმბურიძე დაიარება ეულად. უკვე რამდენიმე თვეა მაკას ექსმეუღლე სოციალურ ქსელში მომხიბვლელ თეო გაბრიელაშვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ქალაქში ამბობენ, რომ წყვილი დაქორწინებას გეგმავს. 
скачать dle 12.0



წყარო: NewPosts.Ge
0