მუქი ვერსია

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი


რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ვერძი
ხვალ საკუთარ სიტყვებს მაქსიმალური კონტროლი უნდა გაუწიოთ. სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდით და სპონტანურად წამოსროლილი სიტყვების მოსალოდნელი შედეგები გათვალეთ. უკეთესი იქნება, თუ გაუგებარ დიალოგებში ჩართვაზე საერთოდ უარს იტყვით. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანი, რომელთანაც განყენებულ თემებზე საუბრობთ, მოულოდნელად, დიალოგს საშიში მიმართულებით შეცვლის და თქვენი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდება.
კურო
ეცადეთ, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ. გირჩევთ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ზედმეტი ძალისხმევა არ გამოიჩინოთ, თორემ ძლიერი დაღლილობისგან ვერ გათავისუფლდებით. „ზედმეტი“ არც დასვენება ვარგა. საღამოს, გასართობ ღონისძიებაზე მიმავალმა გაითვალისწინეთ, რომ შუა სამუშაო კვირას ალკოჰოლის ზედმეტმა დოზამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და ეცადეთ, მინიმალური დოზებით დაკმაყოფილდეთ.
ტყუპები
ამ დღეს საკუთარი ცხოვრების ერთფეროვნებით დაღლილობას იგრძნობთ. თქვენი არსებობა რომ უფრო დინამიკური გახდეს, რაღაც ავანტიურაზე წახვალთ. შესაძლოა, ეს მეუღლესთან ერთად, ეგზოტიკურ მოგზაურობაში წასვლა იყოს. თუ მარტოხელა ხართ, მთელი „ექსტრემი“ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში აისახება (ისეთი ადამიანის მოხიბვლას ეცდებით, რომელსაც ვიღაცასთან სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს).
კირჩხიბი
ამ დღეს გარშემომყოფებს რჩევისთვის ნუ მიმართავთ. კითხვაზე, რომელიც ასე გაღელვებთ, უცხო ადამიანისგან უტყუარ პასუხს ვერ მიიღებთ. პასუხი მხოლოდ თქვენშია, ამიტომ საკუთარ გულსა და ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ. უკეთესი იქნება, თუ ამ პრობლემას ჯერჯერობით ისე დატოვებთ, როგორცაა. მოვლენებს თვალი ადევნეთ და თავად მიხვდებით, პირადი ბედნიერების მისაღწევად რა უნდა მოიმოქმედოთ.
ლომი
ამ დღეს რომელიღაც დარგის სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეგზოტიკური მანიკიურის, აეროგრაფიის, სხვა რამის გაკეთება მოგინდეთ, რაც გარკვეულ ოსტატობასა და გამოცდილებას მოითხოვს. კარგი სპეციალისტი შეგხვდებათ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით, რასაც ფასზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. აქედან დასკვნა - საქმის ღირებულებაზე მანამდე შეთანხმდით, სანამ ვისიმე მომსახურებით ისარგებლებდეთ.
ქალწული
ამ დღეს მეუღლის ქცევა ძალიან გაგაღიზიანებთ. რთული სათქმელია, კონკრეტულად რა არ მოგეწონებათ, თუმცა, პატარა შეცდომა რომ დიდი სკანდალის მიზეზი გახდება, ფაქტია. „ცხელ გულზე“ მეორე ნახევარს არასასიამოვნო ეპითეტებით შეამკობთ, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე კარგად არ აისახება. მეუღლეს ისე გაანაწყენებთ, რომ სჯობს, ჩემოდანი ჩაალაგოთ და რამდენიმე დღით შორეულ ნათესავთან სტუმრად გაემგზავროთ.
სასწორი
ვარსკვლავები არ გირჩევენ სიჩქარეს მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის დროს. კარგად დაფიქრდით იმ საქმეებზე, რომელიც თქვენს მომავალ კარიერას უკავშირდება. დიდი ალბათობით, საკმაოდ კარგ თანამდებობას შემოგთავაზებენ, ოღონდ ქალაქგარეთ არსებულ ფილიალში. მოგიწევთ შემოთავაზებული წინადადების განხილვა ახლო ნათესავებთან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზე იქნება დამოკიდებული, რადგან თქვენი ნათესავები ტაქტიკურად გადაწყვეტენ, რომ ამ საკითხში თქვენთვის რჩევის მოცემა არ შეუძლიათ.
მორიელი
ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, გონივრულად იმოქმედოთ. საღამოს, მაღაზიებში სეირნობის დროს შესაძლოა პროდუქტების მომარაგება გადაწყვიტოთ და ამ დროს ზუსტად ის ნივთი დაინახოთ, რომელიც ძალიან გჭირდებათ, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს. მის შეძენაზე ბევრს იფიქრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხარჯი თქვენთვის გაუთვალისწინებელია, თუმცა, ცდუნებას ვერ გაუძლებთ და დაიწყებთ ფიქრს, სად ისესხოთ სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო თანხა.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის რეკომენდებულია, თავი შეიკავონ ფილოსოფიური გამოთქმებისგან. თუკი შეძლებთ, გაიგოთ, რაშია თქვენი არსებობის აზრი, ეს ფიქრები ძლიერ დეპრესიამდე მიგიყვანთ. ფილოსოფიური აზროვნება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა თქვენს დასახულ საქმეს წერტილს დაუსვამთ. მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც გარშემო გაიხედავთ, მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი აზრი მუდმივ მოძრაობაში და დასახული მიზნების რეალიზაციაშია.
თხის რქა
ამ დღეს თხის რქები ვერ იქნებიან საუკეთესო მოსაუბრეები. სამწუხაროდ, მარცხენა ფეხზე ადგებით საწოლიდან და გაღიზიანების მოთოკვა გაგიჭირდებათ. ცუდი განწყობა საღამომდე გაგყვებათ და რთულ სიტუაციებს შეგიქმნით. სავაჭრო ცენტრში მომსახურე ადამიანს გალანძღავთ, კოლეგასთან კონფლიქტში შეხვალთ, საბოლოოდ კი მეორე ნახევართანაც იკამათებთ. ეს საკმაოდ უცნაური კონფლიქტი იქნება, აბსოლუტურად უმიზეზო.
მერწყული
მერწყულები მოძველებულ საოჯახო ტრადიციას გაიხსენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დღე თქვენ გარდა არავის გაახსენდება. ეს ფაქტი გაგანაწყენებთ და გადაწყვეტთ, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ თქვენი ოჯახის წევრებს ცოტა დრო აქვთ ერთად გასატარებლად. უკვე ზეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის დაიწყებთ მზადებას, რომელიც კვირის ბოლოსკენ იგეგმება. 
თევზები
თევზებს ამ დღეს ფსიქოლოგიური კომფორტის შეგრძნება დაეუფლებათ. სამსახურში გადმოგცემენ მოწყობილობას, რომელიც ხშირად ფუჭდება და ტყდება, რაც მნიშვნელოვნად გაგირთულებთ სამუშაო პირობებს. საღამოს იმდენად გაღიზიანებული იქნებით, რომ გარშემომყოფებთან უხეშობას გამოიჩენთ. კონფლიქტი გექნებათ თქვენი პარტნიორის მშობლებთანაც, რომლებიც მათთან მკაცრ საუბარს არ გაპატიებენ.скачать dle 12.0



წყარო: funtime.ge
0