მუქი ვერსია

16 წლის მეძავი ინგას ინტერვიუ


ქართველ მეძავებზე ბევრი დაწერილა. თუმცა, სამწუხაროდ, ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ ყველაზე საგანგაშო მოვლენაზე - არასრულწლოვანთა პროსტიტუციაზე. ექსპერტთა აზრით, მათი რაოდენობა იზრდება და უფრო გადამჭრელი ღონისძიებებია საჭირო ამ მოვლენის აღსაკვეთად. დღეს არასრულწლოვანი მეძავების დიდი ნაწილი კლიენტებს საკუთარ სხეულს სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა ინტერნეტფორუმების საშუალებით სთავაზობს. ინგაც ერთ-ერთი მათგანია.

ინგა 16 წლის
- პარტნიორს ძირითადად ინტიმ-ჩატში ვნახულობ ხოლმე, თორემ საროსკიპოში ნამდვილად არ ვმუშაობ და არც ვაპირებ. იქ რა მინდა?! იქ რომ ვიმუშაო, სხვებს წილი უნდა მივცე და ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი.

- პარტნიორს ეუბნები ასაკს?
- რომ მიყურებ მეტყობა ასაკი?

- 16 წლისაზე ცოტა მეტს ნამდვილად ჰგავხარ.
- ჰოდა, ყველას ასე ჰგონია. მეც ყველას ვეუბნები, რომ 20-21 წლის ვარ. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. პრინციპში, ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, რომც გაიგონ ასაკი, ეს მაინც არაფერს შეცვლის.

- ოჯახში იციან შენი საქმიანობის შესახებ?
- ჩემი მშობლები იკლავენ თავს ჩემი კონტროლით. თუ ღამე კლიენტთან ვარ, მაშინ ბუნებრივია, კითხულობენ ხოლმე ჩემს ამბავს და ვეუბნები, რომ დაქალთან ვრჩები. როგორც წესი, იჯერებენ ხოლმე, მაგრამ ერთხელ მამაჩემს ეჭვი შეეპარა და იძულებული გავხდი, უარი მეთქვა კლიენტზე და სახლში მივსულიყავი.

- ანაზღაურებას რამდენს ითხოვ?
- ფასზე ჩატშივე ვუთანხმდები. 50-100 ლარი. ბუნებრივია, 100 ლარიდან ვიწყებ და თუ აწყობთ, ხომ კარგი, თუ არადა, ვუკლებ. ოჯახში ვატყუებ, ტოტალიზატორს ვთამაშობ-მეთქი, რადგან ფული სულ მაქვს. . ზოგჯერ ისეთი კლიენტი შემხვედრია, რომ მეტიც უჩუქებია. რამდენიმესთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა, ყოფილა შემთხვევა სექსის გარეშეც მოუციათ ფული.

- უფრო ხშირად რა ტიპის კლიენტები გყავს?
- ყველანაირი. ძირითადად 30 წლამდე მამაკაცები, რომლებსაც იმის თავი არ აქვთ, ქალი შეაბან და ჩატში ერთობიან ვირტუალური ფანტაზიებით. ერთი კლიენტი მყავს, რომელიც 60 წლისაა. ლამის ჩემი ტოლი შვილიშვილები ჰყავს. ის მართლა კარგი კაცია, სიმართლე გითხრათ, სექსი იშვიათად გვაქვს, მაგრამ როცა ვნახულობ, გულუხვად მაჯილდოვებს ხოლმე. სხვანაირი ტიპია, ქართველ კაცებს არ ჰგავს.

- რას ნიშნავს ქართველ კაცებს არ გავს? 16 წლის ხარ და რა იცი, როგორია ქართველი კაცი?
- 2 წელია ამ საქმით "ვერთობი" და იმაზე კარგად ვიცი, როგორია ქართველი კაცი ვიდრე, ბევრმა 40 წლის ქალმა. უხეშები ხართ ქართველი კაცები. მეძავი მარტო ის ჰგონიათ, რომ სექსი ჰქონდეს. არცერთი კაცი არ ხედავს მეძავში ქალს. სექსის მერე ისე მიაგდებთ ქალს, თითქოს ჩვარი იყოს, ასე მარტო მეძავთან კი არა, ცოლთანაც იქცევით.

- მომავალში რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე? გავთხოვდები, აბა სულ ასე ხომ არ ვივლი? ვნახავ ვინმე კაცს და შევქმნი ოჯახს.

- მერე ის ქართველი კაცი, რომელსაც ასე ლანძღავ, მოგიყვანს ცოლად?
- მომიყვანს, აბა რას იზამს. იმას კი არ ვეტყვი, რომ მეძავობით ვშოულობდი ფულს. დღეს ქალიშვილობის დაკარგვის გამო აღარ ამბობენ გოგოზე უარს. თან რამე ისეთ ტყუილს ვეტყვი, რის გამოც დავკარგე ქალიშვილობა (თან ქართველი კაცის მოტყუებაზე იოლი არაფერია), რომ ეჭვიც არ გაუჩნდება.

- გამორიცხავ, რომ გათხოვების შემდეგ ძველ საქმიანობას გააგრძელებ?


იმედია აღარ მომიწევს მეძავობით ფულის შოვნა, მაგრამ თუ ფული არ მექნება, არ გამოვრიცხავ, ერთი-ორჯერ ისევ გავიხედო წარსულისკენ.скачать dle 12.0



წყარო: https://topnews1.ga/facebook/112--60-.html
0