მუქი ვერსია

200-მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთში


ქობულეთში 200-მილიონიანი სასტუმრო 2021 წელს გაიხსნება. 220 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ხელშეკრულებით მისი დასრულების ვალდებულება კომპანია "კრისტალ ბილდინგს" 42 თვეში აქვს.
სასტუმროში ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.
კომპანიის ხელმძღვანელი ვანო ლომიძე აცხადებს, რომ სამორინეს მართვაში Las Vegas-ში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს შემოყვანა სურთ. ვანო ლომიძის ინფორმაციით, მისი კომპანიის წარმომადგენლები ლას ვეგასში ამ მომენტშიც იმყოფებიან და ქსელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. კომპანიას სურს საერთაშორისო ქსელი არამარტო კაზინოს, არამედ სასტუმროს მართვაშიც შევიდეს.
კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩნიათ, რომ ამერიკული ბრენდული კაზინო ქობულეთში შევიდეს, ლომიძე გვპასუხობს:
"ადამიანს, რომელიც იხდის ამხელა თანხას და მიდის ამხელა პროექტზე, არ მქონდეს იმის იმედი, რომ ეს გაამართლებს?",- აცხადებს ვანო ლომიძე.
სასტუმრო კომპლექსის საძირკველში კაფსულა აგვისტოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და კომპანია "კრისტალ ბილდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ ჩაუშვეს.
დეველოპერული კომპანია "კრისტალ ბილდინგი" საქართველოში 2015 წლის 8 დეკემბრიდან გამოჩნდა. როგორც კომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლამდე, 2003 წლიდან, "კრისტალ ბილდინგი" მონაწილეობას იღებს საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროების მშენებლობაში შემდეგ ქვეყნებში - უკრაინა, ბელორუსია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი.скачать dle 12.0



წყარო: geopressnews.ge
0