მუქი ვერსია

მეწყერი ჩამოწვა ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში


ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ქობულეთსა და კონდიდში მეწყერულ ზონაში 5 საცხოვრებელი სახლი მოექცა.
როგორც ქობულეთის გამგეობის პრეს-სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის უცნობია სახლების დაზიანების ხარისხი. მათი განმარტებით სამაშველო მობილური ჯგუფები ადგილზე მოსახლეობის შეტყობინების შემდეგ გავიდნენ. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ქობულეთის ცენტრალურ გზაზეც. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.
"საგანგებო შტაბი შეიკრიბა, გასულია უკვე მობილური ჯგუფები, მიმდინარეობს ყველა შეტყობინებაზე რეაგირება. სოფელ ქობულეთში დაახლოებით 2 საათი ჩაკეტილი იყო ცენტრალური გზა. ელექტრო ენრგია არ მიეწოდება სოფლებში გარკვეულ უბნებს, რამდენი აბონენტია ჯერ ზუსტად არ ვიცით. მეწყერია საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოწოლილი. ჯერ არ ვიცით ზუსტად რა სახის დაზიანებებია, მოსახლეობის გამოძახების შედეგ გავიდა მობილური ჯგუფები." - აცხადებს გამგეობის პრესს სპიკერი მანონი შავიშვილი.
ძლიერი წვიმა ქობულეთში დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში აღარ წვიმს.скачать dle 12.0



წყარო: geopressnews.ge
0