მუქი ვერსია

ინსტრუქცია პირველი სექსისთვის



შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი.
 თუ თქვენ სექსის დროს თან ნერვიულობთ იმაზე, რომ ვინმე არ დაგადგეთ თავზე, ეს არ არის სწორი არჩევანი პირველი სექსისთვის. პირველი სექსისათვის უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ადგილი სადაც გეცოდინებათ, რომ არავინ შეგაწუხებთ და იქნებით თავისუფლად.
დაწოლისათვის შეარჩიეთ კომფორტული ზედაპირი და დროის მხრივ ისეთი დრო, როდესაც არ იქნებით შუა აქტის დროს სადმე აუცილებლად გასაქცევი.
გათიშეთ ტელეფონი და შეინახეთ ყველა ის ნივთი, რომელმაც შეიძლება ყურადღება გადაგატანინოთ სხვა რამეზე თქვენი პარტნიორიდან. მოწესრიგდით, მიაკითხეთ სილამაზის სალონს, სტომატოლოგს და დერმატოლოგსაც კი თუ ამის საჭიროება არსებობს.
ზომიერი განათება, მშვიდი მუსიკა, თბილი ოთახი, მოკლედ შექმენით გარემო სადაც თავს იგრძნობთ უსაფრთხოდ და კომფორტულად. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად და აიმაღლოთ თვითშეფასების კოეფიციენტი.
გამოიყენეთ დრო და ისიამოვნეთ. იფიქრეთ სექსზე როგორც მარათონზე და არა ხანმოკლე სპირნტზე, შესაბამისად ისიამოვნეთ აუჩქარებლად და ხანგრძლივად. ნუ შეშფოთდებით და ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს სწორად აკეთებთ თუ არა ამას, უმჯობესია დააკვირდეთ პარტნიორს და გამოარკვიოთ რა განიჭებთ განსაკუთრებულ სიამოვნებას ორივეს.
პრელუდია და შესაბამისი აღგზნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც თქვენ აღეგზნებით თქვენი ვაგინა ასე რომ ვთქვათ სველდება, რაც შემდგომ ბუნებრიბი ლუბრიკანტის ფუნქციას ასრულებს და ასოს უმტკივნეულოდ შეღწევაში ეხმარება.
ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს. ნუ შეგეშინდებათ შეკითხვის ან თხოვნის, რაც იმ დროს გინდათ. თქვენი პარტნიორი თავს იგრძნობს ბედნიერად როდესაც ეცოდინება, რომ ის თქვენ გეხმარებათ და სიამოვნებას განიჭებთ.
სექსის შემდეგ თავის მოვლა. თუ თქვენ ძალიან გაწუხებთ ტკივილი ან სისხლდენა, შესაძლებელია მიხედოთ მას სანამ ძალიან გართულდება. ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი (ნუ მიიღებთ ასპირინს თუ ხართ 19 წელზე ნაკლების), ხოლო სისხლდენის შემთხვევაში გასუფთავდით სისხლისგან და ატარეთ სუფთა საფენი უახლოესი რამოდენიმე საათის განმავლობაში.скачать dle 12.0



წყარო: ihow.ge
0