მუქი ვერსია

რჩევები პირველი სექსისთვის



რჩევები:

  • სიამოვნების მისაღებად გარკვეული სირთულეების გავლა გვიწევს, ამიტომ პირველ ჯერზე დატოვეთ თქვენი მოლოდინები ოთახს გარეთ, ასევე გახსოვდეთ, რომ თავდაპირველად სრულყოფილი არავინაა და შესაბამისად არც თქვენგან მოელიან სასწაულებს, ამიტომ მოიხსენით კომპლექსები და მოდუნდით.
  • თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ მზად არ ხართ და ეს ღამე არ არის სწორედ “ის ღამე”, რომელსაც მოელოდით, მაშინ ნუ იჩქარებთ და გადადეთ პირველი სექსი შემდეგისთვის. მზრუნველი პარტნიორი მარტივად შევა თქვენს მდგომარეობაში და გაგიგებთ, ხოლო სექსზე ორიენტირებული პარტნიორი დაიწყებს “ცოლად, რომ მოგიყვან მერე ხომ მომცემ” და ა.შ ფრაზებს.
  • თუ თქვენს პარტნიორს თქვენამდე ჰქონდა სექსი სხვასთან თქვენამდე გამოიყენეთ პრეზერვატივი, მიუხედავად იმისა იყენებთ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, რადგან სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებს აიკიდებთ აუცილებლად, პლიუს ამას თუ თქვენ არ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს დიდი შანსია, რომ დაფეხმძიმდეთ.
  • თუ თქვენი სხეულის გამო ან ნებისმიერი მიზეზით თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ განათებულ ოთახში შეგიძლიათ გამოიყენოთ სანთლები ან საერთოდაც ჩააბნელოთ ოთახი.
  • სექსის დროს შეიძლება მოგინდეთ ტუალეტში გასვლა, რაც სავსებით ნორმალურია (როდესაც სტაბილური სექსუალური ცხოვრება გექნებათ ეს მოთხოვნილებაც გაივლის).
  • თუ გაუსაძლისი ტკივილები და სისხლის პერიოდული გამონადენი გაგრძელდა ერთ დღეზე მეტ ხანს აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
  • ზოგადად კარგი იქნება თუ სექსუალური აქტის შემდეგ დაგეგმავთ ვიზიტს გინეკოლოგთან.
скачать dle 12.0



წყარო: ihow.ge
0