მუქი ვერსია

ვაკის პარკში აზიური ფაროსანა არის !?


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, თუ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვაკის პარკში არის აზიური ფაროსანა, მეორე დილით, თბილისის მოსახლეობა აზიურ ფაროსანას ვეღარ ნახავს. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აზიური ფაროსანა აბსოლუტურად უვნებელია ადამიანისთვის.
„ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ ვაკის პარკში  არის აზიური ფაროსანა, ეს არის აბსოლუტურად უმარტივესი. შემიძლია ვთქვა, რომ დადასტურების შემთხვევაში, მეორე დილით, თბილისის მოსახლეობა აზიურ ფაროსანას ვეღარ ნახავს. ეს არის მწერი, რომელიც თავისი შინაარსით არის უვნებელი ადამიანისთვის და მავნებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. ვაკის პარკში ჩვენ ვიცი, რომ არანაირი სასოფლო-სამეურნეო კულტურები არ არის, ამიტომ აღმოჩენის შემთხვევაში, დამუშავდება შესაბამისი საშუალებებით“,-განაცხდა ხანიშვილმა.скачать dle 12.0



წყარო: news.ge
0