მუქი ვერსია

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი იწყება


აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტის – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები იწყება. სამუშაოების დაწყების ცერემონია 12 საათზე შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართება.
ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად დაესწრება.
გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.
გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009″ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ტერიტორიაზე 508 000 გრძ/მ სიგრძის სამუშაო აქვს შესრულებული. კომპანიას ბათუმი-ქედის მონაკვეთის სამუშაოებზე 75 თანამშრომელი ყავს დასაქმებული.скачать dle 12.0



წყარო: news.ge
0