მუქი ვერსია

თელავში კაცმა 3 ადამიანი დაჭრა


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ახალგაზრდა კაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს .
დაშავებულები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ჭრილობები მათ სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული.
წინასწარი მონაცამებით, შემთხვევას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.скачать dle 12.0



წყარო: http://news.ge
0