მუქი ვერსია

აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს თურქი მებაჟეები ფიზიკურად გაუსწორდნენ


http://primetime.ge/uploads/news/09-2017/347f7488bc5a1d990cc5aa17668dc262_thumb.pngსაზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტ ჯენი კვანტალიანსა და ოპერატორ ანდრო ქაჩიბაიას სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი  შექმნილი ვითარების გადასაღებად სარფში დილიდან იმყოფებოდნენ. დეტალების გასარკვევად კი თურქულ მხარეს ცდილობდნენ გადასვლას.
„როდესაც დაინახეს, რომ ნეიტრალურ ზონაში კამერით და მიკროფონით ვიყავით, თურქმა მებაჟეებმა ოპერატორს კამერის ჩამორთმევა დაუპირეს, რაზეც მწვავე რეაქცია მქონდა. მობილურით Facebook Live-ს ჩართვა მოვახერხე, რის შემდეგაც მებაჟეებმა  პირადობა წამართვეს. ცემა დამიწყეს, ფიზიკურად შეეხნენ ჩემს ოპერატორსაც“ - ამბობს ჯენი კვანტალიანი
скачать dle 12.0



წყარო: PrimeTime.Ge
0